მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უმოქმედო სესხების წილი მთლიან პორტფელში 6.4%-ია" - რა პროგნოზი აქვს სებ-ს?

615425a510150
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.21 12:42
695
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას განცხადებით, დღეისთვის უმოქმედო სესხების წილი მთლიან პორტფელში 6.4%-ს შეადგენს. ამის შესახებ მან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე მედიასაშუალებების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, სებ-ის პროგნოზით, უმოქმედო სესხების წილი მარტისთვის 10%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, თუმცა მარტის შემდეგ ამ ტიპის სესხების მოცულობა შემცირდა.

პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკში სესხების ხარისხის გაუმჯობესებას ელიან, თუმცა არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმოქმედო სესხების წილის ზრდას არ გამორიცხავენ.

„კრიზისთან ერთად ეკონომიკაში სესხის მომსახურების ტვირთი გაიზარდა. შემცირდა დასაქმება, ზოგ სექტორში შემცირდა ხელფასები, ხოლო ლარის და დოლარის სესხების მომსახურება გართულდა, რაც როგორც რესტრუქტურიზაციაზე, ასევე უმოქმედო სესხების ზრდაზე აისახა და 2021 წლის მარტისთვის უმოქმედო სესხების დონემ მთლიანი პორტფელის 8.5%-ს მიაღწია. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ პიკს 10%-ის ფარგლებში მიაღწევდა, თუმცა მარტის შემდეგ 8.5%-დან კლება დაიწყო. დღეისთვის 2 პპ-ით არის შემცირებული და 6.4%-ს შეადგენს.

საბაზისო სცენარით ველით, რომ სესხების ხარისხის გაუმჯობესება გაგრძელდება, თუმცა პანდემიის გავლენით გაურკვევლობისა და რისკების არსებობიდან გამომდინარე, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, უმოქმედო სესხების კვლავ ზრდა გამორიცხული არ არის, თუმცა დღეს არსებული ფაქტორების გათვალისწინებით უმოქმედო სესხების გაუარესება სრულადაა ასახული“, - განმარტა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.