დღეს 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს შეკითხვებზეც უპასუხებს.
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე - 12:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ.