მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ადამიანები იცრებიან, თუმცა იმედია, აქტიურობა გაიზრდება"

616fcb8aa9c68
ინგა მურუსიძე
20.10.21 12:06
532
18 ოქტომბრიდან საქართველოში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. ახალი კამპანია რაიონებში, სოფლებში ვაქცინაციის ჯგუფების ჩასვლას ითვალისწინებს, რათა მოსახლეობა კარდაკარის პრინციპით აცრან.

დღეს მედიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს ჰკითხა, რამდენი ადამიანი აიცრა მარათონის ფარგლებში. 

„მარათონის პირველ დღეს 4 სოფელში 101 ადამიანი ავცერით, შემდეგ დაემატა 50-მდე ადამიანი იგივე 4 სოფელში. გარდა ამისა, უკვე დავიწყეთ მუშაობა ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში. მაინც იმედი მაქვს, აქტიურობა თანდათან მოიმატებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.