24.ივნისი .2021 23:00

"ვაქცინების დეფიციტის ფაქტი სამწუხაროდ, მართვის პრობლემის კლასიკური მაგალითია" - ვახტანგ კალოიანი

"ვაქცინების დეფიციტის ფაქტი სამწუხაროდ, მართვის პრობლემის კლასიკური მაგალითია" - ვახტანგ კალოიანი
views 228
უკან

როგორც კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, ქვეყანაში 5000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც იმ ადამიანებს, რომლებიც მეორე დოზაზე იყვნენ დარეგისტრირებული, აცრაზე დროებით უარი ეთქვათ.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, შექმნილი დეფიციტის მიზეზი COVAX-პლატფორმიდან 43 000 დოზა "ასტრაზენეკას" შემოსვლის შეფერხება იყო. გამყრელიძე ამბობს, რომ ეს დოზები ქვეყანაში 22 ივნისს უნდა შემოსულიყო, თუმცა, ვაქცინის შემოტანა შეფერხდა.

ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალიანი ამბობს, რომ COVAX-პლატფორმის იმედად ყოფნა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. მისი თქმით, თავიდანვე უნდა დაწყებულიყო აქტიურად კომუნიკაცია პირდაპირ მწარმოებლებთან.

“COVAX-ის ბიუროკრატიულ რისკებზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, ამაში მოულოდნელი არაფერი არ იყო. ამიტომაც იყო სტრატეგიული შეცდომა, მხოლოდ COVAX-ის იმედად ყოფნა, რაზეც ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა. თვითონ ეს კონკრეტული ფაქტი, ვაქცინების დეფიციტთან დაკავშირებით არის სამწუხაროდ, მართვის პრობლემის კლასიკური მაგალითი. სასაცილოა, ამის უკან ადამიანების სიცოცხლე რომ არ იდგეს. იმ ფონზე, როცა ყოველ დოზა ვაქცინას უნდა ვდიოთ, ვაქცინების გაბნევა, ტრაგიკული შეცდომაა”, -ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა