მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, სამშენებლო სექტორი წელს 20%-ით გაიზრდება“ – გოგა თხელიძე

6295d1cc9912e
თათია ჩაფიჩაძე
04.06.22 17:20
1649
თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე ფიქრობს, რომ წელს დეველოპერული და სამშენებლო სექტორი 20%-ით გაიზრდება. BMG-თან საუბრისას თხელიძე განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნა მიწოდებაზე დამატებით სტიმულს გააჩენს.

რაც შეეხება საბანკო სექტორის ჯამურ ზრდას, ბანკში ვარაუდობენ, რომ ზრდა 15%-ის ფარგლებში იქნება.

„ჯამური ზრდა ვფიქრობ, რომ 15% იქნება ბიზნესის მიმართულებით, შეიძლება მეტიც იყოს... რაც შეეხება დეველოპმენტს და სამშენებლო მიმართულებას, შეიძლება ამაზე მეტიც იყოს ზრდა, რადგან ბოლო მოძრაობის მიხედვით, რაც მიგრანტების შემოდინებასთან არის დაკავშირებული, გაზრდილია როგორც ფასი, ისე მოთხოვნა შესაბამისად, მიწოდებაზე მეტი სტიმულია, ამიტომ ვფიქრობ 20%-კენ იქნება ზრდა“ - განაცხადა თხელიძემ „თიბისის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოსა და რეგიონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილეს.