მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს აჭარის შემდეგ, კახეთი ყველაზე მეტად დატვირთული იყო" - გიდების ასოციაცია

6134971da4f54
თათია კაკიაშვილი
06.09.21 10:10
683
„წელს ადგილობრივი ტურისტები ტრადიციულად უფრო ზღვის სანაპიროზე ისვენებდნენ და შედეგად აჭარის რეგიონი მთლიანად დატვირთული იყო. დატვირთულობით გამოირჩეოდა ასევე კახეთი, სხვათა შორის, სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, რაც ჩვენთვისაც სასიამოვნო სიახლე იყო“, - ამის შესახებ BM.GE-ს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

ბერეკაშვილის თქმით, ქვეყანაში არის ასევე ტურისტული მიმართულებები და ცალკეული რეგიონები, სადაც დატვირთულობა ისეთი ხელშესახები არ იყო, რისი მოლოდინიც არსებობდა.

„ეს საწყის ეტაპზე ეხებოდა სვანეთს, იმერეთს და ა.შ. აგვისტოს მეორე ნახევრიდან მდგომარეობა გამოსწორდა - მაგალითად, სვანეთში თითქმის არ იყო დარჩენილი სასტუმრო ჯავშნის გარეშე. შედარებით გვიან, თუმცა მაინც დაიტვირთა მარტვილიც იმიტომ, რომ პანდემიური შეზღუდვების ფონზე საკმაოდ გვიან გაიხსნა კანიონები და მღვიმეები. ეს საკმაოდ არაგონივრული გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ეკონომიკურად დააზარალა როგორც მარტვილის, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები, ასევე იმერეთი, რადგან აღარავინ ჩამოდიოდა ქუთაისში დასარჩენად იმიტომ, რომ ამ ობიექტების მონახულება ტურისტებისთვის შესაძლებელი არ იყო.

 ურისტული კომპანიების და ტრანსპორტის ჯავშნებთან დაკავშირებით, პოზიტიური ზრდის დინამიკა არ არის. მაგრამ, პანდემიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტურიზმის ინდუსტრიაში ზრდა აღინიშნება, ესაა ავტოგაქირავების სერვისი იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც პანდემიის პერიოდში საქართველოში მოგზაურობენ, ჯგუფურ ტურებში მოგზაურობას უპირატესობას აღარ ანიჭებენ“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.