მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელფასის 1 500 ლარამდე გაცემის საშუალება რომ გვქონდეს, მსურველები იქნებიან" - “იმერი"

63d40e3a441e4
ალა ისპირიანი
27.01.23 23:55
1547
საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. 2022 წელს ქვეყნიდან 139.688 მლნ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა და ზრდა წლიურ ჭრილში 28%-ია.

სამკერვალო “იმერის” დირექტორი მაია სიმონიძე გადაცემა "საქმის კურსში" ამბობს, რომ გასული წელი სამკერვალო ინდუსტრიისთვის მართლაც კარგი შედეგებით დასრულდა, მაგრამ წელს კადრების დეფიციტი ისევ პრობლემად რჩება.

„კადრების პრობლემა არის და რაღაც ნაწილში კიდევ დადგება. ეს მაინც ანაზღაურებასთან არის დამოკიდებული. თუ ისეთი ხელფასი იქნება, რომელიც ცხოვრებისათვის აუცილებელ ელემენტარულ პრობლემებს გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, არ იქნება ეს პრობლემა. ასევე, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც შედარებით იაფია მუშახელი და შეკვეთებს ამიტომ ვიღებთ. როგორც კი იზრდება ხელფასი, ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის პარტნიორებთან ურთიერთობაში. ბალანსი რთულად დასაცავია.

ჩვენ შემთხვევაში, საშუალო ხელფასი 700-800 ლარია. ხელფასის1000-დან 1500 ლარამდე გაცემის საშუალება რომ გვქონდეს, ვფიქრობ, მსურველები იქნებიან", - ამბობს მაია სიმონიძე.