12.თებერვალი .2020 12:51

"ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგში წინსვლას" - ევროკავშირის განცხადება უგულავას საქმეზე

views 403
უკან

ამჟამად, ევროკავშირი დეტალურად ეცნობა უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის  გიგი უგულავას საქმეზე სულ ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ნათქვამია გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

„გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა, რაც ასე აუცილებელია.

სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ის აუცილებელი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ეკისრება ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე ყველა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა