მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა რუსეთისთვის იდეალური საჩუქარი იქნება - სანდრო ჭუმბურიძე

646292d8ae3b6
ალა ისპირიანი
16.05.23 00:15
904
"იდეალური საჩუქარი იქნება სანქცირებული და გეოპოლიტიკურად დამარცხებული რუსეთისთვის თუ სტატუსს არ მივიღებთ," - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, დღეს საქართველოს სტატუსის გარეშე დარჩენა არ შეიძლება.

„ისინი მთავრობას კი არ აძლევენ სტატუსს აძლევენ ქვეყანას, სახელმწიფოს, ჩვენ საზოგადოებას და იმ ხალხს ვინც 31 წელის წინ ევროპული გზის გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ რამდენს გაუძელით... ჩვენ, თუნდაც დათქმით, მაგრამ სტატუსი გვინდა. იდეალური საჩუქარი იქნება სანქცირებული და გეოპოლიტიკურად დამარცხებული რუსეთისთვის თუ ჩვენ სტატუსს არ მივიღებთ და დავრჩებით ის ქვეყანა, რომელიც გახდება დიდი გავლენის ქვეყანა რუსეთის მხრიდან. ამიტომ კატეგორიული მოთხოვნაა ევროპელების მიმართ, რომ ჩვენ გვინდა სტატუსი“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თავისთავად ქვეყნის მდგრად განვითარებას ნიშნავს.

„ეს მოიზიდავს ინვესტორებს. სტატუსი ასევე, უფრო მეტ პროგრამულ დახმარებას განაპირობებს ნებისმიერ სფეროში - ეს იქნება სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სასამართლო რეფორმა და ა.შ და ასევე მეტი დახმარება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. სტატუსის მიღების შემდგომ პროგრამული დახმარება ჩვენ გვექნება მცირე ბიზნესისთვისაც. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი არის ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი და მათგან რამდენი თანხა გვაქვს მიღებული - ეს იმას ნიშნავს, ევროპა თვლის, რომ მან თავისი ძალისხმევა ამაში ჩადოს", - განაცხადა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები