მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ირჩევს ევროპას" - საქართველოს და EU-ს დროშებით მსვლელობა გაიმართება

646f2b97c33eb
BM.GE
25.05.23 13:37
531
ხვალ, საქართველოს და ევროკავშირის დროებით მსვლელობა გაიმართება. სოციალურ ქსელში დაიგეგმა ღონისძიება, რომლითაც მოქალაქეები აპროტესტებენ, რომ 26 მაისის ღონისძიებებისთვის მხოლოდ საქართველოს დროშებია გამოფენილი, წინა წლებისგან განსხვავებით, როცა პარლამენტის გარე ფასადზე საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის დროშებიც იყო გამოფენილი.

„26 მაისს, 10:30 შევიკრიბოთ რუსთაველის ძეგლთან, ევროკავშირის დროშებით და მსვლელობით მივიდეთ პარლამენტამდე. თან იქონიეთ ევროკავშირის დროშა. საქართველო ირჩევს ევროპას“, - წერია ღონისძიების ორგანიზატორების მიმართვაში.

აქციას უერთდება პარტია „ლელოც“. პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ევროკავშირის დროშის გაქრობა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებიდან აჩვენებს, რომ მთავრობა ცდილობს პრორუსული მიდგომები მოახვიოს თავს საზოგადოებას.

„ველოდებით მოქალაქეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ერთად ვაჩვენოთ მთავრობას, რა არის ქართველი ხალხის არჩევანი“, - ამბობს კუპრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები