მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხვალ განვიხილავთ, როგორ გავაგრძელებთ უსაფრთხოების დაცვას: ძალის გამოყენებით, თუ სხვა გზით" - NATO

621770fea5d55
ინგა მურუსიძე
24.02.22 15:47
848
ხვალ განვიხილავთ, ახალ რეალობაში როგორ გავაგრძელებთ საკუთარი უსაფრთხოების დაცვას, ძალის გამოყენებით, თუ რამე სხვა გზით, - ამის შესახებ ნატო-ს ეგენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინასთან დაკავშირებით ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რას უპასუხებდა ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ "ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩაერევა მიმდინარე მოვლენებში, შესაბამის პასუხს მიიღებს".

„პუტინის რიტორიკა არის სწორედ ის, რატომაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს უსაფრთხოებას ახალი გამოწვევები დაუდგა და ხვალ, როცა ლიდერები სამიტზე შეიკრიბებინ, ეს უნდა განვიხილოთ, როგორ გააგრძელებენ ქვეყნები რუსეთთან ურთიერთობას და ამ ახალ რეალობაში როგორ გავაგრძელებთ საკუთარი უსაფრთხოების დაცვას, როგორ უზრუნვევლყოფთ იმას, რომ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, კვლავაც დავიცავთ იმ რეჟიმის წინააღმდეგ რომელიც რუსეთშია – იქნება ეს ძალის გამოყენებით, თუ რამე სხვა გზით. ამ ყველაფერს ძალიან გრძელვადიანი შედეგები ექნება ჩვენს უსაფრთხოებაზე.

ყველა პასუხი დღეს არ გვაქვს, თუმცა ახალი რეალობა და ახლი ევროპა იქნება იმ შეჭრის შემდეგ, რაც დღეს პუტინმა განახორციელა. ჩვენ ერთად ვიყავით, როცა ვაფრთხილებდით მსოფლიოს რუსეთის გეგმების შესახებ. ჩვენ ერთად ვიყავით რუსეთთან მოწოდებებში, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ ერთად ვიქნებით პასუხის გაცემაში. ეს არის ახალი რეალობა, რომელსაც თავლი უნდა გავუსწოროთ. დღეს ვერ გამოვიტანთ დასკვნებს, ძირითადი გადაწყვეტილებები ხვალ იქნება მიღებული“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, უნდა ჩაკეტოს თუ არა თურქეთმა ბოსფორის სრუტე, გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ დღეს ეს საკითხი არ განხილულა, თუმცა დღეს განიხილეს, რომ ნატო-მ უნდა დაიწყოს თავდაცვითი პროგრამის განხორციელება, რომ გადაადგილდნენ ჯარები კიდევ უფრო სწრაფად და მობილურად იქ, სადაც ეს საჭიროა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს პასუხი რუსეთის ქმედებებს.

იენს სტოლტენბერგის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.