08.ივნისი .2020 18:31

ქუთაისში "ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა

views 194
უკან

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, „ვისოლი“ მომხმარებელს უკვე უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა „სმარტის“ სშუალო ზომის სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანს, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარ, უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულს და გადახდის მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. ახალი ფორმატის გადახდის სისტემით ქუთაისის ობიექტი მეორეა ოქროყანაში გასულ წელს გახსნილი „ვისოლის“ კომპლექსის შემდგომ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების კიდევ ერთი ახალი ფორმატი განვავითაროთ, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ კი „ვისოლის“ პირველი თვითმომსახურების სადგური გავხსენით. ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური ქუთაისში „ვისოლის“ მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის. ამას გარდა, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მოსახერხებელია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სეზონური მგზავრებისათვის“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. 

აღსანიშნავია, რომ ახლადგახსნილ „სმარტში“ 15-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი ფორმატის ობიექტის გაყიდვების წასახალისებლად „ვისოლი“ მომხმარებლებს საწვავზე დამატებით 5 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს, ხოლო 20 ლარის ღირებულების საწავის შეძენისას მათ „სმარტის“ ექსკლუზიური იმპორტის გამაგრილებელი გაზიანი სასმელი „პაშა“ ელით საჩუქრად.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე პოლიციის სამმართველოსთან თვითმომსახურების სადგურიც გახსნა და მას ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა