მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუვეითის მთავრობა გადადგა

5dcd42ab36881
მიხეილ ხაჩიძე
14.11.19 16:30
3344
ქუვეითის მთავრობა გადადგა. საინფორმაციო სააგენტო reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მისი და მთელი კაბინეტის გადაყენების მოთხოვნით სახელმწიფოს მეთურს დღეს მიმართა.

მთავრობის გადადგომა მას შემდეგ მოხდა, რაც სამშაბათს რამდენიმე დეპუტატმა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების შუამდგომლობა შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ქუვეითში მთავრობის გადაყენების პრაქტიკა ხშირი და მიღებული ფორმაა. იმ შემთხვევაში, თუ არჩეული პარლამენტარი მინისტრის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმს წარადგენს, მისი გადაყენება ხდება.

ქუვეითი აშშ-ის მოკავშირეა, ქვეყანა OPEC-ის მწარმოებელი და მონაწილეა. სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის მას ყველაზე ღია პოლიტიკური სისტემა აქვს.