მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანას „ასტრაზენეკას“ 15 000-მდე დოზა შეიძლება გამოუყენებელი დარჩეს - ამირან გამყრელიძე

615fed8e0e1c1
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.21 11:06
807
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანას „ასტრაზენეკას“ 15 000-მდე დოზა შეიძლება გამოუყენებელი დარჩეს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინას ქვეყანა აღარც შეიძენს და არც დონაციის გზით მიღებს.

„დღეს ჩვენ გვაქვს „ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დარჩენილი. სამწუხაროდ, „ასტრაზენეკაზე“ მოთხოვნა თითქმის არ არის, იმის ალბათობაა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს. ქვეყანა აღარ ყიდულობს „ასტრაზენეკას“, არც დონაციით არ მივიღებთ“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის: „ასტრაზენეკას" პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა. მოქალაქეებს მხოლოდ „ასტრაზენეკას" მეორე დოზებზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ.