ჯანდაცვის ექსპერტი სანდრო ურუშაძე აცხადებს, რომ ბიზნესის თვეობით ჩაკეტვა ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლებს უკიდურესად ზრდის, რაც საბოლოოდ ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ისეთივე უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ინფექცია.
„ბოლო თვეების და გასული წლიოს განმავლობაში მუდმივად გვეუბნებიან, რომ თუ არ გინდათ ლოქდაუნი მაშინ მიიღებთ ძალიან ბევრ გარდაცვლილს, ეს მოქმედებს იმ ხალხზეც, ვინც ითხოვს გახსნას. დარგი არ დარჩა, ვინც არ გამოდის და არ ამბობს – “მოგვეცით რეგულაციების დაცვით მუშაობის უფლება” და მათ ეუბნებიან, “არა, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანის სიცოცხლეს”. ეს არასწორი სტერეოტიპია და არ არის დამყარებული იმ სტანდარტზე და ცოდნაზე, რასაც გაერო და ჯანმო ამბობს. უამრავი ქვეყნის მაგალითზე გამოჩნდა, რომ ლოქდაუნი ვერ ამცირებს საერთო გარდაცვალების და საერთო ინფიცირებულების რიცხვს. ის მხოლოდ დროში ანაწილებს ამას. ეს დრო შეიძლება მთავრობამ გამოყენოს თავისი ძალების მობილიზაციისთვის უკიდურეს შემთხვევაში და ძალიან მცირე დროით, ვინაიდან ამის ფასი ძალიან მაღალია”,– აცხადებს სანდრო ურუშაძე.
მისივე თქმით, ჯანმო ლოქდუანის ალტერნატივად ასახელებს სამ მთავარ ამოცანას 1) აგრესიული ტესტირება 2) კლასტერების კონტროლი 3) კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
“ეს არის ის ღონისძიებები. რომლებიც ადამიანის ქცევაზე მოქმედებს. აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერება, იქამდე, ვიდრე ვაქცინა შემოვა”, - ამბობს სანდრო ურუშაძე.
„საქმიან დილასთან“ საუბრისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ პროცესი მართოს. მისივე შეფასებით, თვეობით “ლოქდაუნი”, როგორც ბრძოლის იარაღი, უშედეგოა, რომლის ეკონომიკური ფასი ძალიან ძვირია.
„ნახევარზე მეტი არაფორმალური სექტორიდან უმუშევარი დარჩა, უამრავი ადამიანი იძულებულია, არ წავიდეს სამსახურში. როდესაც ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, არავისთვის დასამალი არ არის, რომ უმუშევრობა და სიღარიბე იგივენაირად უარყოფითად მოქმდებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურზე, ისე ფსიქოლოგიურზე, როგორც ინფეცია.
ამიტომ როცა ვაკვირდებით ინფიცირებულთა რიცხვს, ამასთან ერთად უნდა დავაკვირდეთ სიღარიბის და უმუშევრობის მაჩვენებლებს. ბიზნესი უნდა გაიხსნას და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. არ არის სწორი როცა ვამბობთ, რომ ადამაინები უპასუხისმგებლოები არიან და ამიტომ უნდა ჩაგვკეტონ. მთავობას აქვს საკმარისი რესურსი, რომ კოტროლი გაუწიოს ამ პროცესს. ახალი წლის დღეებმაც აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა იყო ის არჩევნები, რომელმაც მობილობა გაზარდა, საარჩევნო პერიოდი იყო ის, რამაც ააფეთქა ეპიდვითარება და არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არა ზამთრის კურორტები და არა საიუველირო მაღაზიები, სადაც 1 წელია ადამიანები არ შესულან“ - განაცხადა ურუშაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი