მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანაში საინჟინრო დარგი დეგრადაციას განიცდის”- "ბაზალტ ფაიბერი"

6401cfea1454d
ანუკა ჯოხაძე
03.03.23 15:49
1695
საინჟინრო დარგი დეგრადირებს, რაც მშენებლობის ხარისხზე მოქმედებს - ეს შეფასება bm.ge-თან კომპანია “ბაზალტ ფაიბერის" გენერალურმა დირექტორმა ივერ ქუცნაშვილმა გააკეთა. როგორც ქუცნაშვილი ამბობს, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისას სწორედ პროექტირებაა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც საბოლოო ჯამში მშენებლობის ხარისხსა და მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს.

ივერ ქუცნაშვილი ამბობს, რომ პროექტირების დარგში კვალიფიციური კომპანიების ნაკლებობაა. მისი თქმით, პროექტირების ეტაპზე სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებისთვის შერჩევის დამატებითი პირობების შემოღებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობასთან მიმართებით ხარვეზები სულ იარსებებს, რაც პროექტს აჭიანურებს და აძვირებს.

“მშენებლობის საფუძველი არის ინჟინერია და თუ საფუძველი არ არის დალაგებული, მშენებლობაც არ არის ხარისხიანი, არ არის ოპტიმალური, ხარჯთეფექტური და ა.შ. ძირითადად საპროექტო სამუშაოების შესყიდვისას ფასზე დაფუძნებული ტენდერი ცხადდება, ეს დაახლოებით ისეთივე აბსურდია, რომ ექიმი შეარჩიო, რომელიც ნაკლებ ფასს მოითხოვს ამა თუ იმ სამედიცინო რჩევისთვის.

შერჩევის კრიტერიუმი უნდა იყოს გამოცდილება და მეთოდოლოგია, რა მეთოდოლოგიითაც აკეთებს საინჟინრო კომპანია, პერსონალის რეზიუმეები და ა.შ", - ამბობს კომპანია "ბაზალტ ფაიბერსის" დირექტორი ივერ ქუცნაშვილი.