მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში ტურისტების ნასახი აღარ არის“ – „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი

61000cbf4df1d
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.21 09:00
10010
ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ტურისტები პრაქტიკულად აღარ არიან. ამის შესახებ მან BM.GE-ისთან განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა უცხოელი ვიზიტორების რიცხვი 2019 წლის მონაცემების მხოლოდ 15-25%-ს შეადგენდა. ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ამ მონაცემების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს დატვირთვა კიდევ უფრო შემცირდება:

„ტურისტების რაოდენობა არაბულ ქვეყნებში დასვენების დღეების გამო იყო მომატებული. მათ სხვაგან დასვენების საშუალება არ ჰქონდათ და შესაბამისად, საქართველოში ჩამოდიოდნენ. ტურისტების 95% დუბაიდან და არაბული ქვეყნებიდან იყო. არდადეგები არაბულ ქვეყნებში დასრულდა და ახლა ტურისტების ნასახი აღარ არის. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 5 ივლისის ამბების შემდეგ და კოვიდ-სტატისტიკიდან გამომდინარე არც ერთი ჯავშანი ევროპის და მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან აღარ შემოსულა. ახალი ჯავშნები საერთოდ არ გვაქვს“, - ამბობს „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი.

ცოტნე ჯაფარიძის განმარტებით, არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მთავრობის წევრების მხრიდან პასუხისმგებლობის კერძო სექტორზე გადატანა არასწორია და ტურისტული ინდუსტრიის ნაწილი თავის წილ პასუხისმგებლობას არ უგულებელყოფს.

„ჩვენს არცერთ ტურისტს ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებია. ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების დიდი ნაწილი კი „სინოფარმით“ ჯერ კიდევ ჯანმოს აკრედიტაციამდე აიცრა.

ამ მთავრობის ხელწერაა პასუხისმგებლობისა და ისრების გადატანა კერძო სექტორზე, ისინი კოვიდის გავრცელებას ჟურნალისტებს და ხალხს აბრალებენ.

ეჭვი მეპარება, ამ ქვეყანაში ვინმე ჩამოვიდეს, ერთეული შემთხვევები კი სურათს არ შეცვლის- ეს კოვიდ-სტატისტიკით და არასტანდარტული გარეგნობის უცხოელებზე ძალადობის ფაქტებით იქნება გამოწვეული. “, - განმარტა ცოტნე ჯაფარიძემ.