მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, რომლებმაც სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერეს

5e6a9374b0974
თამთა ჯიჯავაძე
13.03.20 00:15
1383
გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის უწყებამ განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის გამო, უკვე 46-მა ქვეყანამ სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა.

სკოლები სხადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ხანგრძლივობით დაიხურა. მათ შორისაა საქართველოც, სადაც სწავლის განახლება 1 აპრილამდე არ იგეგმება.

სასწავლო პროცესი შეწყდა დანიაშიც, სადაც ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დაიხურა დროებით. აღნიშნულ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უკვე 500-ს გადასცდა.

ბუნებრივია იტალიამაც შეწყვიტა სასწავლო პროცესი დაახლოებით ერთი თვით. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მანამ არ მიიღო, ვიდრე ქვეყანაში დაინფიცირების 2500 შემთხვევა არ დაფიქსირდა. ახლა კი ეს მაჩვენებელი უკვე 15 000-ს სცდება, ხოლო დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, სადაც სასწავლო პროცესი სკოლებში შეწყვიტეს ირლანდიაა. ამ ქვეყანაში სწავლა 29 მარტამდე არ განახლდება. სკოლები და უნივერსიტეტები დროებით დაიხურა ასევე ალჟირშიც. ამ ქვეყანაში სწავლა 5 აპრილს განახლდება.

იაპონიამ კი ჯერ კიდევ გასულ თვეს განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე სასწავლო პროცესს წყვეტდნენ. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მაშინ მიიღო, როდესაც ქვეყანაში 186 დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

საინტრესოა ის, რომ ყაზახეთშიც, სადაც ჯერ დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ასევე განაცხადეს, რომ ორშაბათიდან სკოლებს დროებით ხურავენ.

სკოლები ასევე დაიხურა ესპანეთში, საფრანგეთში, ბრიტანეთისა და გერმანიის სკოლების მცირე ნაწილში. გავრცელებული ცნობით, სკოლების ნაწილში ასევე შეწყდება სასწავლო პროცესი უკრაინაშიც.