23.იანვარი .2020 11:34

ქვეყნები, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა

views 550
უკან

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მათი ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 17% (4 114 972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7 089 259 ბოთლი), აშშ - 48% (678 148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168 307 ბოთლი).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 45% (708 408 ბოთლი), გერმანია - 40% (671 453 ბოთლი), ბელარუსი - 74% (278 7065 ბოთლი), ისრაელი - 80% (324700 ბოთლი), ესტონეთი - 20% (693248 ბოთლი), რუსეთი - 9% (5 838 4540 ბოთლი), მოლდოვა - 8738% (625724 ბოთლი), ნიდერლანდები - 17% (96 464 ბოთლი), ჩეხეთი - 34% (83136 ბოთლი), შვედეთი - 636% (92 214 ბოთლი), ბულგარეთი - 30% (34 734 ბოთლი), მონღოლეთი - 40% (297 576 ბოთლი) და ა.შ.

2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 17 418 683 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 5 160 309 ბოთლი, „წინანდალი“ – 4 407 563 ბოთლი, „ახაშენი“ – 1 577 823 ბოთლი , „ხვანჭკარა“ – 1 011 887 ბოთლი, „ტვიში“ – 298 509 ბოთლი და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა