საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში შეფასებულია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობა და რისკები. დოკუმენტის თანახმად, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები გაზრდილია, მათ შორის კი გამოყოფილია 4 ძირითადი რისკი, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას მთავარ საფრთხეს უქმნის. ეს რისკებია:
1) COVID-19-ის პანდემიის ხანგრძლივობასთან და ეკონომიკაზე მის გავლენასთან დაკავშირებული გაურკვევლობა. პანდემიის გავრცელების ტემპის შენარჩუნებისა და ეფექტური ვაქცინის მოსალოდნელზე გვიან შექმნის შემთხვევაში, განუსაზღვრელი ვადით ძალაში დარჩება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვები და სოციალური დისტანცირების მოთხოვნები. შედეგად, გაუარესდება მოლოდინები და კიდევ უფრო შემცირდება მოთხოვნა. ამასთან, შეზღუდვების პირობებში შენარჩუნდება გაზრდილი საწარმოო დანახარჯები. ეს ყოველივე უფრო ღრმა და ხანგრძლივ გლობალურ რეცესიაში აისახება, რაც, საგარეო სექტორზე მაღალი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ადგილობრივ ეკონომიკას გადმოეცემა;
2) პანდემიის პირობებში ქვეყნის რისკის პრემიის ზრდა და მისი უარყოფითი გავლენა გაცვლით კურსსა და უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის ტვირთზე. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და, შედეგად ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებული მოლოდინები გაუარესდა, შესაძლებელია ქვეყნის რისკის პრემიის კიდევ უფრო ზრდა. აღნიშნულმა შესაძლოა კაპიტალის გადინება გამოიწვიოს და გაცვლით კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. შედეგად გაიზრდება როგორც უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის ტვირთი, ასევე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი;
3) საგარეო მოთხოვნის შემცირებისა და პანდემიის შესაკავებლად მიღებული ზომების მოსალოდნელზე დიდი გავლენა ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებზე. პანდემიის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომების განუსაზღვრელი პერიოდით გახანგრძლივების შემთხვევაში, საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენა კიდევ უფრო გადავადდება. შედეგად, განუსაზღვრელი ვადით მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის წინაშე აღმოჩნდება ტურიზმისა და მისი მომიჯნავე სექტორები, რომლებიც სამუშაო ძალის მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. აღნიშნული ერთი მხრივ გააღრმავებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას, რაც შინამეურნეობების გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობაში აისახება;
4) სუსტი მოთხოვნის შედეგად უძრავ ქონებაზე ფასების კლება და მისი უარყოფითი გავლენა ფინანსურ სექტორზე. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, უძრავი ქონების სექტორში შემცირებული მოთხოვნა შესაძლოა ფასების შემცირებაში აისახოს. ეკონომიკის გაჯანსაღებასთან დაკავშირებული მოლოდინების გაუარესების შემთხვევაში, უძრავი ქონების ფასების მკვეთრი შემცირების ალბათობა გაიზრდება, რაც პირდაპირ უარყოფით გავლენას იქონიებს სექტორის მდგომარეობაზე. თუმცა გარდა პირდაპირი გავლენისა, უძრავი ქონების ფასების ვარდნა ასევე რისკებს შეუქმნის ფინანსური სისტემის მდგრადობას უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ხარისხის გაუარესების გზით.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ქვეყანაში უმოქმედო სესხების წილის ზრდა არის მოსალოდნელი, რისთვისაც ქართულმა ბანკებმა წინასწარ, სესხების შესაძლო დანაკარგების 1.2-მილიარდ ლარიანი რეზერვი უკვე მოამზადეს.
"მოსალოდნელია უმოქმედო სესხების წილის ზრდა, თუმცა კომერციულმა ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები შესაძლო დანაკარგებისთვის და მოსალოდნელია, რომ ჯანსაღი საოპერაციო მომგებიანობა ამ ზარალს მნიშვნელოვანწილად გადაფარავს. შესაბამისად, ფინანსურ სექტორს საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს,"- ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ჭარბვალიანობისა და მაღალი დოლარიზაციის წინააღმდეგ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებაც არის საუბარი. ნათქვამია, რომ ამ რეგულაციების შედეგად, საქართველო ახალ კრიზისს შედარებით ნაკლები ფინანსური რისკებით შეხვდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის