მთავრობა ენერგეტიკაში გარანტირებული შესყიდვის მექანიზმის დაბრუნებას აპირებს, თუმცა როგორი სქემით, ჯერ ცნობილი არ არის. ჩართული მხარეები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.
თავად პრემიერი ამბობს, რომ მზად არიან, PPA მექანიზმი დააბრუნონ. ეს არის სქემა, როცა მთავრობა ინვესტორს ჰპირდება, რომ ჰესის აშენების შემდეგ წინასწარ დადგენილ თანხად შეიძენს ელექტროენერგიას. თუმცა, IMF-ის რეკომენდაციით, გარანტირებული შესყიდვის ამ ფორმას სახელმწიფო ახალ ინვესტორებს 2017 წლიდან აღარ სთავაზობს.
ამ ეტაპისთვის ყველაზე აქტიურად საქართველო Contract For Difference-ის მექანიზმის შემოღებას განიხილავს. ეს არის გარანტირებული შესყიდვის ერთგვარი სქემა, როცა მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ენერგეტიკული ტარიფების თანადაფინანსება მოახდინოს. ეს იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება და ძალაში შევა დღით ადრე და ყოველდღიური ვაჭრობა.
როგორ მუშაობს ეს მოდელი? დადგინდება კონკრეტული ფასი - ვთქვათ 6 ცენტი კილოვატ-საათ ელექტროენერგიაზე - როცა ბირჟაზე ფასი ამაზე ნაკლები იქნება, ამ სხვაობას მთავრობა აანაზღაურებს.
“ვთქვათ, თუ ტარიფი 4 ცენტამდე დაეცა, სახელმწიფო 2-ცენტიან სხვაობას კომპანიას ჩაურიცხავს; 6-ცენტზე მაღალი ტარიფის შემთხვევაში კი პირიქით, კომპანია დააბრუნებს თანხას - ერთ-ერთ ვერსიად ესეც განიხილება, რომ რაღაც ნაწილი დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ეს ნაკლები ფისკალური რისკი იქნებოდა ქვეყნისთვის. ეს მოდელი ერთ-ერთი ვერსიაა მხოლოდ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სხვადასხვა ვარიანტი განიხილება”,- ამბობს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი. მისი თქმით, შესაძლოა, შემოღებული იყოს შერეული მოდელიც: 5 წელი PPA და შემდეგ Contract For Difference-ის მექანიზმი და ა.შ.
წახალისების რა მექანიზმი შეიძლება შემოიღოს საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკაში ინვესტორების მოსაზიდად და გენერაციის ახალი წყაროების ასაშენებლად, ამაზე ხელისუფლება “საერთაშორისო სავალუტო ფონდთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს. მხარეები შეთანხმებულ ვარიანტზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, რომ ერთი მხრივ, ინვესტორების მოზიდვა მოხდეს, მეორე მხრივ კი, გარანტირებული შესყიდვები სახელმწიფოსთვის ფისკალური რისკი აღარ იყოს.
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წესით ზაფხულში უნდა დასრულდეს.
“მემორანდუმი, რომელიც უკვე გაფორმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის, საუბრობს მოკლევადიან და გრძელვადიან წამახალისებელ მექანიზმებზე. ამ შემთხვევაში PPA-ს ნაცვლად სხვა მექანიზმი უნდა იყოს შეთავაზებული, თუ ვსაუბრობთ Contract for Difference-ის მექანიზმზე, ეს ისეთივე დაზღვევაა, როგორც PPA, ოღონდ მიბმულია ენერგეტიკულ ბირჟაზე, რომელიც 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
ამ მოდელის დამტკიცების შემთხვევაში პროექტების მიმართ კითხვის ნიშნები წესით აღარ გაჩნდება. Contract for Difference-ის მექანიზმი კეტავს ყველა იმ რისკს, რომელიც შეიძლება ბანკის მხრიდან გაჩნდეს”,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე და იმედს გამოთქვამს, რომ არჩეული მოდელი წაახალისებს ინვესტიციებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი