მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საქართველოში საინვესტიციო გარემოს სუსტი და ძლიერი მხარეები? - მაგდა ბოლოთაშვილის მოსაზრება

64497db155509
ალა ისპირიანი
26.04.23 23:34
673
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.

მისი თქმით, კვლევები, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს TOP-5 კატეგორიას შორის, პრობლემა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე ხელმისაწვდომობაა.

„ინვესტორისათვის უპირატესობა ენიჭება დაბალ გადასახადებს, ასევე ანაზღაურება საქართველოში იმაზე დაბალია, ვიდრე რეგიონის ქვეყნებში და ეს არის მათთვის ერთ-ერთი მამოტივირებელი ფაქტორი, ასევე მათთვის მიმზიდველია პოტენციური გასვლა დიდი ბაზარზე - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს და შესაძლებელია საქართველოში წარმოებული პროდუქტი ბაჟის გარეშე იყოს გატანილი ბევრ ქვეყანაში.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რეგიონში რა მდგომარეობაც არის ეს ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი დაფიქრების საფუძველია გააკეთოს თუ არა ინვესტიცია.
ასევე პროფესიული უნარების მეტად განვითარება გვჭირდება. კვლევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს TOP-5 კატეგორიაში შედის ხოლმე, სტაბილურობა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე ხელმისაწვდომობა. ევროპის ქვეყნებთან თუ დასავლურ ქვეყნებთან შედარებით შრომის ჩვენთან ანაზღაურება მაღალი არ არის, მაგრამ უნარები და კვალიფიკაციაც დაბალია“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.

მისი თქმით, განათლების სისტემაში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მეტია გასაკეთებელი.

„განათლების სისტემაში ნელ-ნელა შემოდის მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები. ადრე თუ იყო მარტო გრძელვადიანი და ცენტრალიზებულად დადგენილი პროგრამები ახლა ბიზნესს საშუალება აქვს მოკლევადიანი პროგრამის დაგეგმვაში ჩაერთოს და პედაგოგი თავისი თანამშრომლებისთვის თვითონ აირჩიოს“, - განაცხადა მან.