მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ელის კატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენებულ მრავალმილიონიან სტადიონებს?

63a2fd1732213
ირაკლი მოდებაძე
22.12.22 09:03
7839
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის გამართვის დროსა და ადგილის შესახებ მრავალი მითქმა-მოთქმის, ნეგატიური წინარეგანწყობისა და კრიტიკული მოსაზრებების ფონზე გამართული უდიდესი საფეხბურთო ფორუმის გამარჯვებული ისტორიაში მესამედ, არგენტინის ნაკრები გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, საინტერესოა, თუ რა ბედი ელის კატარის სტადიონებს, რომლების მშენებლობასაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი დასჭირდა? უკვე არსებობს რამდენიმე დიდი მიზანი, რომლისთვისაც კატარი სამზადისს იწყებს.

ორ არენას ადგილობრივი საფეხბურთო კლუბები გამოიყენებენ: “აჰმედ ბინ ალის სტადიონზე”, რომლის აშენებაშიც 360 მილიონი დოლარი დაიხარჯა “ალ რაიანის” გუნდი, ხოლო 572 მილიონიან “ალ ჯანოუბზე” “ალ ვახრა” ითამაშებენ.

315 მილიონიანი ხალიფას საერთაშორისო სტადიონი უდიდესი ალბათობით, კატარის ეროვნული გუნდის მატჩების მასპინძელი იქნება, მათ შორის 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებსაც. რამდენიმე სტადიონმა შესაძლოა აზიის 2023 წლის თასის გათამაშების მასპინძლის სტატუსი მიიღოს. მუნდიალის დაწყებამდე 1 თვით ადრე, ჩინეთს ამ ტურნირის შემდეგი გათამაშების მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა, რის მიზეზადაც კოვიდ-პანდემია დასახელდა, ხოლო მისი შემცვლელი კატარი გახდა.

“სტადიონი 974” – რომლის ფასიც დღემდე დაუდგენელია, ქვეყნის საერთაშორისო სატელეფონო კოდის მსგავსია და ზუსტად 974 სხვადასხვა კონტეინერის გამოყენებით, “ლეგოს პრინციპით” არის აწყობილი და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაშალეს. თუმცა, კონტეინერებისგან აწყობილი სტადიონები შესაძლოა დაბრუნდეს და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ამერიკის კონტინენტზე ვიხილოთ.

კატარი 2030 წელს კიდევ ერთ დიდ ტურნირს უმასპინძლებს, რომელიც აზიის ოლიმპიური თამაშები გახლავთ, შესაბამისად, სტადიონებს ქვეყანა ამ მიმართულებითაც გამოიყენებს. ყველაზე დიდი ტურნირი კი რომლის მასპინძლობის უფლების მოპოვებაც კატარს სურს 2036 წლის ოლიმპიური თამაშები გახლავთ, ამ შემთხვევაში 2022 წლის მუნდიალისთვის აშენებული არენები გამოუყენებელი ნამდვილად არ დარჩება.