მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ კატარიდან $22 მლნ-ის 1 საფრენი აპარატი შეიძინა - საქსტატი

თვითმფრინავი

საქართველომ კატარიდან $22.01 მლნ-ს 1 საფრენი აპარატი შეიძინა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური დეპუტატ რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ წერს.

საქმე ის არის, რომ იანვარ-თებერვალში საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტი 470%-ით გაიზარდა. საქართველომ 22.3 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 3.9 მლნ აშშ დოლარის.

საანგარიშო პერიოდში რეექსპორტის მაჩვენებელი ნულოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საფრენი აპარატების რეექსპორტი არ მომხდარა. ექსპორტზე კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები გავიდა. აქედან არაბთა გაერთიანებული საამიროებში გავიდა 2.5 მლნ. 44 ათასი აშშ დოლარის კი, აზერბაიჯანში.

ოფიციალური სტატისტიკით, საფრენი აპარატების უდიდესი ნაწილი $22.01 მლნ-ის კატარიდან ვიყიდეთ, $198.1 ათასის ლატვიიდან, $80 ათასის - ეკვატორული გვინეადან, $26 ათასის - აშშ-დან, 15.1 ათასი აშშ დოლარი კი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

"ევროოპტიმისტი" დეპუტატი დაინტერესდა, რა ტიპის საფრენი აპარატები შეიძინა საქართველომ წელს კატარიდან. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საუბარია 1 ერთეულ სამოქალაქო საფრენ აპარატზე, რომლის მასა 23.4 ტონაა.

ასევე, საქსტატის განმარტებით, შემოსულია კლასიფიკატორის კოდის ქვეშ გაერთიანებული 634 ათასი აშშ დოლარის სხვა საქონელი. უწყების კლასიფიკატორის მიხედვით, აღნიშნული კოდის ქვეშ შეიძლება მოიაზრებოდეს ვერტმფრენები, სატელეკომუნიკაციო სატელიტები, თვითმფრინავები, კოსმოსური ხომალდები, სუბორბიტული და კოსმოსური რაკეტა-მატარებლები.

ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, პირველად bm.ge-ი დაინტერესდა, საიდან შემოვიდა საქართველოში 490%-ით გაზრდილი საფრენი აპარატები. ამის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ შს მინისტრს ჰკითხა, რა გახდა ზრდის მიზეზი. მინისტრმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა სახელმწიფო შესყიდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები