მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დადებითი ცვლილებები გამოიწვია პანდემიამ განათლების სფეროში – Galt&Taggart-ის კვლევა

5f206dcfecbfb
თამთა ჯიჯავაძე
28.07.20 23:30
1086
ჩვენი აზრით, განათლების სექტორი სტაბილურად გაიზრდება პოსტ-პანდემიურ პერიოდში, – ამის შესახებ ნათქვამია საგანმანათლებლო სისტემის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაში.

როგორც კვლევის ავტორები წერენ, COVID-19 პანდემიის გრძელვადიანი გავლენა საქართველოს განათლების სექტორზე პოზიტიური იქნება და ხელს შეუწყობს: სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დაჩქარებულ ადაპტაციას, რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდას, მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შინამეურნეობების მიერ განათლების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას.

„COVID-19-მა განათლებაში სტრუქტურული ცვლილებები დააჩქარა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ხელმისაწვდომია, მათი გამოყენება პრობლემად რჩებოდა.

გაუმჯობესების მიუხედავად, წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერებზე საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულია, განსაკუთრებით რეგიონებში (ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყო შინამეურნეობების 86%-სთვის ქალაქად და 70%-სთვის სოფლად 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კომპიუტერებზე იგივე მაჩვენებლებია 75% და 45%).

პანდემიამ დააჩქარა სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენება:

1. ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებისა და მასწავლებლების ინტერნეტზე წვდომის ზრდა
2. უმოკლეს ვადებში მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეთა ჩართვა ციფრულ სასწავლო პროცესში, რაც ზოგადად გრძელვადიანი პროცესია.

სექტორს სარგებელს მოუტანს პანდემიის დროს შექმნილი ახალი სასწავლო პლატფორმები, როგორებიცაა ელექტრონული ბიბლიოთეკა, ტელესკოლა, აბიტურიენტებისათვის ვებ-სკოლა, i-სკოლა (ონლაინ ბანკი სავარჯიშოებისთვის) და სხვა პლატფორმები“, – აღნიშნულია კვლევაში.