„იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარზე ლიკვიდურობა შევქმნათ, საცალო მომხმარებლებზე უნდა ვკონცენტრირდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ქურდიანმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ქვეყანაში საფონდო ბირჟის ბაზარზე ძირითადად ობლიგაციებია წარმოდგენილი და დაინტერესება სწორედ ამ მიმართულებითაა. სააქციო კაპიტალის მიმართულება კი, განვითარებული არ არის, ამიტომ, მასზე მეტი კონცენტრაციაა საჭირო.
"ისტორიულად ასეა, რომ კომპანიებისთვის უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი არის ობლიგაციების მიღება და შესაბამისად, მათი ინტერესიც ამ მიმართულებითაა. სააქციო ბაზარს ძალიან ბევრი თავისებურება ახასიათებს, უპირველესად, კორპორაციული მართვის სტრუქტურის გადახედვასა და მის მთლიანად შეცვლას საჭიროებს ხოლმე კომპანიების მხრიდან, მანამ სანამ ისინი აქციების ბაზარზე განაცხადს გააკეთებენ. შესაბამისად, ინტერესი სააქციო ბაზრის მიმართ გაცილებით ნაკლებია, უფრო სწორად, თითქმის ნულის ტოლია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გამოწვევა და ხედვის ობიექტი“, - განაცხადა ნინო ქურდიანმა.
საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც თავიანთ ერთეულებს ბირჟაზე დალისტავენ და მათზე აქტიური ვაჭრობა იქნება.
„ეკონომიკას სჭირდება აქტიური კაპიტალის ბაზარი, რომლის მონაწილე არის საფონდო ბირჟა. ვფიქრობ, რომ წილობრივი ფასიანი ქაღალდები, ანუ სახელმწიფო ობლიგაციების წილების დალისტვა გააქტიურებს კაპიტალის ბაზარს. სასესხო ბაზარი მეტ-ნაკლებად მაინც აქტიურია. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ მასზე მეტი მოთამაშე შემოვა, მეტი ინვესტორი, მათ შორის სახელმწიფო კომპანიების სახით. მათი აქციების გამოჩენა კაპიტალის ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი ბუსტი იქნება. ეს გვხვდება კიდეც ეკონომიკის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში და თუ რეალურად განხორციელდება და იქნება ნება, ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმის, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას“, -აცხადებს საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, ნინო ქურდიანი.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი