მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაკეთდა გუდაურსა და ბაკურიანში? - მაია ცქიტიშვილის პასუხი

602d22b27dfeb
ინგა მურუსიძე
17.02.21 22:10
739
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა აღმოფხვრილია. ასე უპასუხა მან დეპუტატ მარიამ ქვრივიშვილის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, გამოიყენა თუ არა ჩაკეტილობის დრო ხელისუფლებამ და რა გაკეთდა ზამთრის კურორტებზე.

„რაც შეეხება გუდაურს და ბაკურიანს. ჩვენ შევეცადეთ ძალიან აქტიურად გამოგვეყენებინა წლევანდელი სეზონი. იმედი გვქონდა, რომ შესაძლო იყო ზამთრის სეზონი ჩატარებულიყო. თუმცა განხორციელდა წყალგაყვანილობის სამუშაოები როგორც ბაკურიანში, ისე გუდაურში. შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის გაორმაგებულია წყალმიწოდება ორივე ლოკაციაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საშუალება შემდგომ სეზონზე გამოვცადოთ ეს. პრობლემა აღმოფხვრილია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბაკურიანისთვის შეძენილია დამატებითი ტექნიკა, რომელიც ჯერ გამოყენებული არ არის, მათ შორის ავტობუსები და მოვლა-პატრონობის სპეციალური ტექნიკა.