მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს ომს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანზე? - "ყაზახეთმა ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო"

627b8024402db
მარიამ ვარადაშვილი
11.05.22 13:28
1175
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საქართველო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთები გაზრდილია. ასე უპასუხა გურამიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის კითხვას, რას ცვლის უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს სატრანსპორტო სექტორში?

გურამ გურამიშვილის განცხადებით, ყაზახეთმა საქართველოზე გამავალი დერეფნით ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო, რაზეც განაცხადი მიმდინარე წლის აპრილში გააკეთა. 

“რაც შეეხება სატვირთო კორიდორში ახალი რეალობის გათვალისწინებით მოზიდული ტვირთების საკითხს, განაცხადი უკვე არის და ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება დაიწყო, რაც წელიწადში 2 მლნ ტონას შეადგენს. ამას გარდა სხვა ყაზახური ნავთობპროდუქტები 600 ათასი ტონა იქნება. ასევე იგეგმება 2.5 მლნ სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთის, როგორებიცაა გოგირდისა და სასუქების ზრდა, გადაზიდვა. კონტეინერების ზრდა იქნება. ჩვენი მოლოდინით 40-50 ათასამდე საკონტეინერო ერთეულით ზრდა იქნება კორიდორში. ეს ძირითადად იქნება ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთები. ამ პროცესში გამოყენებული იქნება როგორც ჩვენი ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალიც”,-აცხადებს გურამიშვილი ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტზე. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გურამიშვილმა ასევე თქვა, რომ გაზრდილი ტვირთბუნვის გამო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ქვეყანასთან კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობს.