მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის გამო გასაყიდ და გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასების ნახტომისებური ზრდა, სექტორში არასტაბილურ გარემოს აძლიერებს.
“საქმიანი დილის” ეთერში როსტომაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნისადმი ინტერესი ბოლო წლებში სამართლიანი სასამართლოს არარსებობის გამო აღარ არსებობს.
როსტომაშვილმა ასაშენებელი უძრავი ქონების თვითღირებულების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რა ფასადაც კვ.მ ომამდე იყიდებოდა, დღეს ის ფასი უკვე თვითღირებულებაა.
“არასტაბილური გარემო, ლარის კურსი მოქმედებს ისეთ გრძელვადიან ბიზნესზე, როგორიც არის უძრავი ქონება. სექტორი 3-4-წლიანი პერიოდის დაგეგმას საჭიროებს, რომელიც ახლა სრულად წარმოუდგენელია.
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს არის ნახტომისებურად გაზრდა ფასების, უცებ შემოვიდა პირობითად 20 ათასი მოქალაქე და გაძვირდა, მერე რაღაც მიხდება და გაიაფდება, ეს არაპროგნოზირებადობაა ყველაზე ცუდია უძრავი ქონებისთვის.
ცხადია, კომპანიები შემოვლენ, მაგრამ ამას დავარქმევდი გამოქცეულ კომპანიებს, რომლებიც ცეცხლის ალიდან გამოვიდნენ, თორემ აქ დაფიქრებით ბოლო 2-3 წელია ინვესტიციები აღარ ხორციელდება. ამისთვის მთავარია სამართლიანი სასამართლო, ამით იწყება და მთავრდება ყველა ინვესტიცია. მე ბოლო 5-10 წელია რომელ ევროპულ კომპანიასთანაც არ მქონია ურთიერთობა, ყველა გვისმენს და მერე მიდიან საელჩოებთან, მათთან კომუნიკაციის შემდეგ მათი მონდომება სრულდება ხოლმე.
დეველოპერულ ბიზნესში აუცილებლად მოსალოდნელია ფასების ზრდა. პირველი მიზეზი ეს არის რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეები, ჩვენ პატარა ბაზარზე ეს გავლენას ახდენს და მეორე და მთავარი, ყველა შემადგენელი ფაქტორი, რისგანაც შედგება გასაყიდი უძრავი ქონება, ყველაფერი გაძვირდა. რა ფასადაც ვყიდიდით, დღეს ის ფასი გამოდის თვითღირებულება.
თუ მოთხოვნა არ იქნება, ჩვენ ცხადია აღარ ავაშენებთ. მე არ მგონია, რომ მოცულობა გაიზარდოს. მე მგონია, რომ მოცულობა შემცირდება მოთხოვნის შესაბამისად” - განაცხადა როსტომაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება