საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები წარუდგინეს. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საბანკო სექტორის დაკრედიტების ზომამ 61.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 15%-ით, ანუ 8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.
სტატისტიკის მიხედვით მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის დაკრედიტება 37 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საცალო (ფიზიკური პირების) დაკრედიტება კი 25.5 მილიარდ ლარს აღემატება. ბიზნესის მიმართულებით ყველაზე მეტი 3.8 მილიარდი ლარის სესხები გაცემულია უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე, მეორე ადგილზეა სერვისი 3.5 მილიარდი ლარით, მესამეზე კი სოფლის მეურნეობის სექტორი 3.2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით. რაც შეეხება საცალო სეგმენტს, აქ პირველ ადგილზე 12 მილიარდი ლარით იპოთეკური სესხებია, 11.9 მილიარდი ლარით მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები, მესამეზე კი საკრედიტო ბარათების სესხები 480 მილიონი ლარით.