2025 წლის თებერვლის მდგომარეობით ქართული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.3 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც სამომხმარებლო სესხებზე 23.7 მილიარდი ლარი, კორპორატიულ სეგმენტზე 22.5 მილიარდი ლარი, მცირე ბიზნესზე 10 მილიარდი ლარი, მიკრო ბიზნესზე კი 8 მილიარდი ლარი აქვთ გაცემული.
ბიზნეს სესხების მიმართულებით პირველ ადგილზეა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე გაცემული კრედიტები, რომლის პორტფელიც 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით 4.05 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ სექტორის დაკრედიტება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.
დაკრედიტებაში მეორე ადგილზეა სერვისის სექტორი 3.6 მილიარდი ლარით, რომელიც წლიურად 29%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზეა უძრავი ქონების მენეჯმენტი 3.4 მილიარდი ლარით, მეოთხე პოზიციას იკავებს სოფლის მეურნეობა 3.2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით, მეხუთეზე კი ტურიზმი 3 მილიარდი ლარის პორტფელით.
2025 წლის თებერვლის მდგომარეობით ბიზნეს სესხების მოცულობა სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:
# | სექტორი | საკრედიტო პორტფელი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით |
1 | უძრავი ქონების დეველოპმენტი | 4.05 მილიარდი ლარი; | 50% |
2 | სერვისი | 3.60 მილიარდი ლარი; | 29% |
3 | უძრავი ქონების მენეჯმენტი | 3.40 მილიარდი ლარი; | 27% |
4 | სოფლის მეურნეობის სექტორი | 3.23 მილიარდი ლარი; | 5% |
5 | სასტუმროები და ტურიზმი | 3.04 მილიარდი ლარი; | 4% |
6 | ენერგეტიკა | 2.54 მილიარდი ლარი; | 20% |
7 | სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2.50 მილიარდი ლარი; | 44% |
8 | ვაჭრობა (სხვა) | 2.21 მილიარდი ლარი; | 13% |
9 | სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2.10 მილიარდი ლარი; | 10% |
10 | სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1.86 მილიარდი ლარი; | 18% |
11 | ჯანდაცვა | 1.37 მილიარდი ლარი; | 20% |
12 | სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 978 მილიონი ლარი; | 12% |
13 | წარმოება (სხვა) | 928 მილიონი ლარი; | 19% |
14 | მძიმე მრეწველობა | 915 მილიონი ლარი; | 0% |
15 | რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 872 მილიონი ლარი; | 18% |
16 | საფინანსო ინსტიტუტები | 745 მილიონი ლარი; | 24% |
17 | ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 715 მილიონი ლარი; | 32% |
18 | ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 692 მილიონი ლარი; | 86% |
19 | მათ შორის: ექსპორტიორები | 662 მილიონი ლარი; | -4% |
20 | ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 648 მილიონი ლარი; | 15% |
21 | სხვა | 336 მილიონი ლარი; | 58% |
22 | ტელეკომუნიკაცია | 333 მილიონი ლარი; | 43% |
23 | ავტომობილების დილერები | 252 მილიონი ლარი; | 21% |
24 | საბითუმო ლომბარდი | 236 მილიონი ლარი; | 4% |
25 | ფარმაცევტიკა | 185 მილიონი ლარი; | 39% |
26 | ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 185 მილიონი ლარი; | 317% |
27 | სახელმწიფო ორგანიზაციები | 38 მილიონი ლარი. | -43% |