მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა იქონია covid-19-მა Airbnb-ის ამერიკულ ბაზარზე

5f42c214295d2
მარიამ ადამია
24.08.20 00:00
859
ახალი კორონავირუსის გამო, Airbnb-ზე დარეგისტრირებული მასპინძლების 47% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, სტუმრების 70% Airbnb-ის სერვისით სარგებლობას ერიდება, ხოლო 64% ან ჯავშნის გაუქმებას აპირებს ან უკვე გააუქმა - ასეთია covid-19-ის გავლენა Airbnb-ზე. გამოკითხვა უძრავი ქონების სააგენტო www.ipx1031.com-მა ივლისში ჩაატარა და ის აშშ-ის ბაზარს მოიცავს.

გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ Airbnb-ის მასპინძლები მოთხოვნის კლების და შესაბამისად, სახლის გაქირავებაზე ფასის შემცირების გამო, ივლის-აგვისტოში შემოსავლების, დაახლოებით, 44%-ით კლებას ვარაუდობენ; 45% ფიქრობს, რომ თუ პანდემია კიდევ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდა, ფინანსური ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება, ხოლო კვლევაში მონაწილე გამქირავებლების 16%-მა თქვა, რომ იპოთეკური სესხი უკვეგადაავადა.

რაც შეეხება covid-19-ის გამო მიყენებულ ზარალს, www.ipx1031.com-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში მასპინძლებმა საშუალოდ 4,036 აშშ დოლარი დაკარგეს მას შემდეგ, რაც covid 19-მა გავრცელება დაიწყო. ამიტომ უძრავი ქონების მფლობელებმა ბინების გრძელვადიანად გაქირავება გაქირავება დაიწყეს და ასეთი Airbnb-ზე დარეგისტრირებული მასპინძლების 47%-ია, ხოლო 29% სახლებს სამედიცინო პერსონალზე აქირავებს;

მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა და სტატისტიკისა, გამოკითხულთა 37% ფიქრობს, რომ თუკი ვირუსის მეორე ტალღა არ დაიწყო და მსოფლიო ხელმეორედ არ ჩაიკეტა, მოგზაურები უფრო გააქტიურდებიან.