მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაყიდა და რა იყიდა საქართველომ რუსეთში წლის I ნახევარში?

5f16a75fb61e4
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.20 12:44
1257
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი 584.1 მლნ დოლარით თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით რუსეთთან ექსპორტ-იმპორტი 13.9%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, პირველ 6 თვეში ექსპორტი 27.9%-ით შემცირდა და 188.0 მლნ დოლარი შეადგინა.

რა გავყიდეთ 2020 წლის იანვარ-ივნისში რუსეთში - TOP-5 პროდუქტი

1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 54.1 მლნ დოლარი, კლება - 7.9%;
2. ფეროშენადნობები - 49.4 მლნ დოლარი, კლება - 36.1%;
3. მინერალური და მტკნარი წყლები - 19.3 მლნ დოლარი, კლება - 46.9%;
4. სპირტიანი სასმელები - 14.1 მლნ დოლარი, ზრდა - 1.3%;
5. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 6.3 მლნ დოლარი, ზრდა - 11.1%;

დანარჩენი საქონელი - 44.6 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 5.0%-ით შემცირდა და 396.1 მლნ დოლარი შეადგინა.

რა ვიყიდეთ იანვარ-ივნისში რუსეთში - TOP-5 პროდუქტი 

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 64.3 მლნ დოლარი, კლება - 28%;
2. ხორბალი და მესლინი - 39.5 მლნ დოლარი, ზრდა - 21.1%;
3. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 21.9 მლნ დოლარი, ზრდა - 38.5%
4. მზესუმზირის ზეთი - 17.3 მლნ დოლარი, ზრდა - 22.0%;
5. სიმინდი - 12.9 მლნ დოლარი; ზრდა - 43.4%;

დანარჩენი საქონელი – სულ: 239.9 მლნ დოლარი.