მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საწვავი საქართველოს მეზობელ და სხვა ქვეყნებში?

5e98596c96a32
ინგა მურუსიძე
17.04.20 00:10
3224
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფომაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შემცირდა 0,06 ევროთი/ლიტრზე და შეადგენს საშუალოდ 1,08 ევროს/ლიტრზე.

ამასთან, ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირი არის ნიდერლანდებში, იტალიასა და ირლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,59 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,66 ევროს, დიზელის საწვავი - 1,34 ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,50 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,64 ევროს, დიზელის საწვავი - 1,40 ევროს; ირლანდიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,43 ევროს, დიზელის საწვავი - 1,33 ევროს;

ამასთან, ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,56 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,65 ევრო, დიზელის საწვავი - 0,57 ევროს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,70 ევროს, A- 98 მარკის ბენზინი - 0,76ევროს , დიზელის საწვავი - 0,70 ევროს;

აზერბაიჯანში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,65 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,76 ევროს; დიზელის საწვავი - 0,33 ევროს;

უკრაინაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,87 ევროს, დიზელის საწვავი - 0,81 ევროს;

თურქეთში - - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,71 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,78 ევროს, დიზელის საწვავი - 0,73 ევროს;

მოლდოვაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,86 ევროს, დიზელის საწვავი - 0,73 ევროს.