მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება ღია კარიერული წესით წიაღისეულის მოპოვებისთვის საქართველოში? - კანონპროექტის დეტალები

61c6b7ca743e1
დავით ჯალაღონია
25.12.21 11:10
1768
პარლამენტმა "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში" ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება წიაღის ღია კარიერული წესით მოპოვებას ეხება.

კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) დაექვემდებარება წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია, ნაცვლად მოქმედი - 25 ჰექტრისა.

"10 ჰექტარზე მეტი ფართობის ზედაპირზე წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვებაზე, 2017 წლიდან დღემდე ყველა განაცხადი, რაც სამინისტროში შევიდა, სავალდებულო გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარა. ამ პერიოდში, ასეთი 20-მდე განაცხადია სამინისტროში წარდგენილი.

შესაბამისად, იმისთვის, რომ ღია კარიერული წესით მოპოვებისას დაცული იყოს გარემოსდაცვითი ყველა პირობა და ამასთანავე, ინვესტორი თავიდანვე იყოს ინფორმირებული, თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს, საჭირო გახდა კანონმდებლობაში ცვლილებების გახორციელება. ამასთან, აღნიშნული რეკომენდაციით, არაერთხელ მიმართა სახალხო დამცველმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ BMG-სთან საუბრისას.

წიაღის მოპოვების სფეროში აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2022 წლის 1 სექტემბრიდან შევა.