მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის შემოწირულობები მიიღეს პარტიებმა აგვისტოში?

5f4a527a3526a
შოთა ტყეშელაშვილი
29.08.20 16:53
1355
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების სახით ჯამში 483,618 ლარი გაიცა. ჯამურად თვის განმავლობაში 177 დონაცა გაიცა, მათი საერთო მოცულობა კი 1,966,650 ლარს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი - 732,125 ლარის შემოწირულობა მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. 

"ოცნების" სასარგებლოდ თვის განმავლობაში 50 შემოწირულობა განხორციელდა. შემოწირულობების მხრივ მეორე ადგილზეა პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", რომელმაც 46 დონაციის სახით ჯამში 390,642 ლარი მიიღო. 

მესამე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც მხარდამჭერებმა 203,992 ლარი შესწირეს, პარტიამ "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" კი დონაციების სახით 180,570 ლარი მიიღო. მეხუთე ადგილზეა "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელმაც შემოწირულობების სახით 123,500 ლარი მიიღო. "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებამ 90,000 ლარი, პარტია "ლელო საქართველოსთვის" დაფინანსებამ კი 82,000 ლარი შეადგინა.