მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოლოდინებს უქმნის Fitch-ს საპარლამენტო აჩევნებში „ოცნების“ გამარჯვება?

6027844f2daad
თელარა გელანტია
13.02.21 11:45
673
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელი დატოვა. კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია “BB” კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მმართველობის ხარისხით და ბიზნეს გარემოთი.

ამასთან, Fitch უახლეს ანგარიშში 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც ეხმაურება. სარეიტინგო სააგენტო წერს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების საფუძველს ვერ ხედავს.

“ქართული ოცნების” ხელახალი არჩევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გვიქმნის მოლოდინს, რომ მომავალშიც არსებული ეკონომიკური პოლიტიკა შენარჩუნდება და მიუხედავად მაღალი პოლიტიკური დაძაბულობისა, რაც ძირითადი ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტში მდგომარეობს, ვერ ვხედავთ იმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება განხორციელდეს. საქართველოს მმართველობითი და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით “BB” შეფასების მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი შედეგები აქვს. ამასთან, საქართველოში IMF-ის მიმდინარე პროგრამა პოზიტიური რეფორმების დღის წესრიგს ქმნის. ჩვენი შეფასებით, აპრილში საქართველოსა და IMF-ს შორის EFF-ის (Extended Fund Facility) თაობაზე მორიგი შეთანხმება გაფორმდება“, - წერია ანგარიშში.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს - 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს 5.8%-ით გაიზრდება. Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები