მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებს აწყდება ბიზნესი ევროკავშირის ბაზარზე?

5f15b19382356
ელენე გოგბერაშვილი
20.07.20 21:50
1325
დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმ იდენტიფიცირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესი ევროკავშირის ბაზარზე გასვლის დროს აწყდება.

კერძო სექტორისთვის მთავარი გამოწვევა ბოლო წლების განმავლობაში უცვლელია და ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ბიზნესი აწყდება ძირითადად დაკავშირებულია ევროკავშირში ერთგვაროვანი პროდუქციის უწყვეტ მიწოდებასთან. იდენტიფიცირებულ საკითხებს შორისაა ასევე საჭირო კონტაქტების მოძიების პრობლემა და ლოგისტიკა.

„დაეთმო მსჯელობა ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდებოდა ხარისხის ინფრასტუქტურას, ლაბორატორიულ შესაძლებლობებს ქვეყანაში, რომლის შესაბამისობა სტანდარტთან უნდა დადასტურდეს და ამ ლაბორატორიული ნაკლებობის კუთხით რა ნაბიჯებია გადაასადგმელი. კერძო სექტორის ჩართულობა რა თქმა უნდა არის სახელმწიფოსთან ერთად, რომ შესაბამისი ლაბორატორიული შესაძლებლობა შევქმნათ ქვეყანაში. ასევე საუბარი იყო ლოჯისტიკურ ჰაბებთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეიქმნას შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრები, რომ იყოს პროდუქტების უწყვეტობა და დროულად მიწოდება.

ასევე მნიშვნელოვანია კონტაქტები, რაც იყო ერთ-ერთი მიგნება. კონტაქტების ნაკლებობა ევროკავშირში შესაბამისი კონტრაქტორების მოძიება.

გვაქვს წარმატებებიც, უფრო მეტი პროდუქტი ითვისებს ბაზარს, მაგრამ გამოწვევები კვლავ რჩება გამოწვევებად“, - აცხადებს გენადი არველაძე.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირში 910 კომპანიაზე მეტი ახორციელებს ექსპორტს, რაც 2014 წელთან შედარებით 60%-იანი ზრდაა.