მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის გაზი და ნავთობი მოიპოვა SOCAR-მა? - I კვარტლის შედეგები

6450da85bd135
გიორგი არონია
02.05.23 16:37
767

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, აზერბაიჯანულმა SOCAR-მა 1.92 მილიონი ტონა ნავთობი და 2.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვა, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ ანგარიშგებაში ვკითხულობთ. ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში, SOCAR-მა 19,732 მეტრი გაბურღა, რაც 7.6%-ით მეტია, ვიდრე შარშან. პარალელურად, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, უცვლელ მაჩვენებელზე შენარჩუნდა ნავთობის მოპოვება, ბუნებრივი აირის წარმოება კი - 15%-ით გაიზარდა.

მოპოვებასთან ერთად, გაიზარდა SOCAR-ის მიერ გადამუშავებული ნავთობის მაჩვენებელი. 2023 წლის პირველ კვარტალში, კომპანიამ 1.7 მილიონი ტონა ნავთობი და 892 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაამუშავა - ნავთობის შემთხვევაში ზრდა 5.3%-ს შეადგენს, ბუნებრივი აირის შემთხვევაში კი, კლება 5.2%-ია.

რაც შეეხება გასულ წელს, SOCAR-მა 7.7 მილიონი ტონა ნავთობი და 12.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვა, რაც 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.