მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა საქონელი გააბრუნა საქართველომ? - სანქციების აღსრულების სტატისტიკა

636bb1e5e1a72
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.22 18:00
1171
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციას ეყრდნობა, თუმცა მასში წარმოდგენილი არაა, თუ რომელი კომპანიების მიერ ხდებოდა სანქცირებული საქონლის ტრანზიტი/ექსპორტი. ასევე არაა დასახელებული, თუ რომელი კომპანიები იყვნენ აღნიშნული საქონლის საბოლოო მყიდველები.

სტატისტიკის მიხედვით, 25 თებერვლიდან 10 აგვისტოს მონაკვეთში შემოსავლების სამსახურმა სულ გამოწერა 204 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რითაც უკან გაბრუნდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთები.

IDFI-ის ძირითადი მიგნებები:

- ომის დაწყებიდან, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში, საბაჟო კონტროლის დროს რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით სანქცირებული ტვირთის გააადგილების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

- სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, სანქცირებული ტვირთის (ან სანქცირებული პირის ტვირთი) გამომგზავნი ქვეყანა ყველაზე ხშირად იყო თურქეთი (39%) და სომხეთი (35%).

- 204 აღრიცხვის ბარათიდან 50-ზე საქონლის კოდი მითითებული არ არის, ხოლო საქონელი, რომ სანქცირებულია სიტყვიერად მითითებულია 71 შემთხვევაში.

- 2022 წლის 29 ივლისს საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან, უკან გააბრუნეს რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებული სანქცირებული ტვირთი - დრონები.

- სააღრიცხვო ბარათების დამუშავებით მიღებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად (56 შემთხვევა) უკან გაბრუნდა სეს-ის 84-ე ჯგუფს (დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები) მიკუთვნებული საქონელი. მათ შორის, იყო სანქცირებული ტვირთი თბოგადამცემები, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციისთვის.

- ყველაზე ხშირად უკან გაბრუნებულ ტვირთს შორის არის აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები (ჯგუფი 87). მიუხედავად ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 9 თვეში რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 268%-ით გაიზარდა.

- ცალკეული პასუხისმგებელი უწყებები არ ასაჯაროებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მაგალითად, საზღაო ტრანსპორტის სააგენტომ საერთოდ არ გასცა სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შემოსავლების სამსახურმა, საბაჟო საიდუმლოების მოტივით, სრულად დაფარა იმპორტიორის და ექსპორტიორის (იურიდიული პირების შემთხვევაშიც) შესახებ ინფორმაცია, ეროვნულმა ბანკმა ასევე კონფიდენციალურად მიიჩნია ფინანსურ ინსტიტუტებში გამოვლენილი საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებთან შეუსაბამობები.


No description available.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები