“ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება არის კიდევ ერთი გლობალური ტრენდი. კორონავირუსის კრიზისმა დაგვანახა, რომ შეიძლება დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც ქვეყნები უფრო მეტად უნდა ეყრდნობოდნენ საკუთარ რესურსსა და საკუთარ ძალებს. საქართველოში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ადგილობრიბი რესურსის გამოყენებით შევქმნათ საკმაოდ კინკურენტული პროდუქცია და ბევრი მიმართულებით შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება. ჩვენი საინვესტიციო ბლოკის ერთი ნაწილი სწორედ ამას ეთმობა, რომ განვავითაროთ დარგები, სადაც იმპორტის გარკვეული ჩანაცვლება შეგვიძლია. ეს არის სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი წარმოება. კვების ინდუსტრია, მაგალითად აგარის შაქარი ახსენეთ და მთლიანად არა მხოლოდ ერთ კომპანიაზე, არამედ სექტორზე შეგვიძლია ვისაუბროთ,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
შაქარი მთავრობის გადაწყვეტილებით იმ შვიდ საქონელს შორისაა, რომელთა ფასის დაზღვევის პროგრამასაც მთავრობა ახორციელებს.
საქართველოში შაქრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტის საშუალებით ივსება. 2019 წელს, საქართველოში დაახლოებით 128 ათასი ტონა ლერწმის/ჭარხლისგან დამზადებული შაქრის იმპორტი განხორციელდა. საერთო რაოდენობიდან 40 ათასი ტონა პოლონეთიდან (32%), 20 ათასი ტონა აზერბაიჯანიდან (16%), 19 ათასი ტონა (15%) კი რუსეთიდან არის შემოტანილი.