მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ დაწესდა იმპორტირებულ შაქარზე გადასახადი? - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

შაქარი

ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რატომ დაწესდა იმპორტირებულ შაქარზე გადასახადი 1 წლით.

როგორც უწყება bm.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, მიზანი ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის, შაქრის ფასის სტაბილიზაციის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა.

სამინისტროს განმარტებითვე, გადაწყვეტილება არ შეეხება იმ ტვირთს, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე დაიწყო.

"ბოლო თვეებში ცალკეული ქვეყნებიდან საქართველოში შაქრის იმპორტი საერთაშორისო საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად განხორციელდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე არაკონკურენტული გარემო შექმნა და შაქრის ადგილობრივი წარმოება დააზარალა.

შედეგად, ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარე აგარის შაქრის ქარხანა დაიხურა და იქ დასაქმებული 500-მდე ადგილობრივი მოსახლე სამუშაოსა და ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.

შაქრის იმპორტზე მომსახურების საფასურის დროებითი დაწესება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე შაქრის ფასის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, ამასთან, საწარმოს ადმინისტრაციას მისცემს შესაძლებლობას, განაახლოს ქარხნის მუშაობა, აწარმოოს საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პირველადი მოხმარების პროდუქცია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 500-მდე დასაქმებული შეძლებს, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს.

შაქარზე იმპორტის გადასახადი ქვეყანაში 1 წლის ვადით იმოქმედებს. გადაწყვეტილება არ შეეხება იმ ტვირთს, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე დაუწყო", - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ bm.ge-სთვის გამოგზავნილ პასუხში.

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

საიდან და რა რაოდენობის შაქარი შემოგვაქვს, რომლის იმპორტზეც მთავრობამ გადასახადი დააწესა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები