მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სცენარებით შეიძლება წარიმართოს კრიზისი? - სებ-ი 3 პროგნოზს აქვეყნებს

5eb7d9534c1e3
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.20 14:34
1845
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოქვეყნა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები, რომელთა მიხედვითაც საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა შეიძლება განვითარდეს.

სებ-ის საბაზო სცენარის მიხედვით, წელს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო მოთხოვნის მკვეთრი ვარდნით იქნება განპირობებული. ჯამურად, ეკონომიკის ზომის 4%-ით შემცირება არის ნავარაუდევი.

საბაზო სცენარის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მიმდინარე ნიშნულზე ნარჩუნდება, ხოლო ევროპასა და აშშ-ში კი მოენტარული პოლიტიკის განაკვეთი კი ისტორიულად მინიმალურ დონეზე დარჩება.

ანგარიში ასევე წარმოდგენილია ეკონომიკს განვითარების ოპტიმისტური და ნეგატიური სცენარები. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის შემცირება არა 4%, არამედ 3%-ს შეადგენს. ამასთან, უფრო მაღალია 2021 წელს ნავარაუდევი ზრდა და ის 6%-ს შეადგენს.

პესიმისტური სცენარის მიხედვით, კი ეპიდემიური მდგომარეობის გამო, ეკონომიკის 9%-იანი ვარდნა არის გათვალისწინებული, ხოლო 2021 წლის ეკონომიკური ზრდა კი 2.5%-ის დონეზე არის ნავარაუდევი. ამ პროგნოზის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია ეროვნული ვალუტის 15%-იანი გაუფასურება, რასაც თან 7%-იანი ინფლაცია დაერთვება.