მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები მივიღეთ პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გამო? - ბესო ნამჩავაძის პოსტი

60087cf0eb115
BM.GE
20.01.21 23:10
792
როგორ დაგვაზარალა პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა 2020 წელს, ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს. 

"ეკონომიკა მოსალოდნელი 4.5%-იანი ზრდის ნაცვლად შემცირდა დაახლოებით 6%-ით. დავკარგეთ 5 მილიარდი ლარი;

დროებით ან სრულად სამუშაო დაკარგა 137 ათასმა ადამიანმა (3 კვარტლის მონაცემებით, წლიური ჯერ არაა ცნობილი); 

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა (საარსებო შემწეობის მიმღებები) გაიზარდა 93,700 ადამიანით; 

საერთაშორისო ტურიზმიდან დავკარგეთ სულ ცოტა 2.5 მილიარდი დოლარი; 

ექსპორტი შემცირდა 12%-ით, დავკარგეთ 460 მილიონი დოლარი; 

3 კვარტლის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა 227 მილიონი დოლარით, უცხოური პორტფელური ინვესტიციები 792 მლნ დოლარით. ჯამში მილიარდით შემცირდა. თან ეს სრული წლის არ არის; 

ლარი დოლართან გაუფასურდა 14%-ით; 

ჩამოთვლილი მძიმე შედეგების შესარბილებლად მთავრობამ აიღო 6.3 მილიარდი ლარის ახალი ვალი და ეხლა გვაქვს 30 მილიარდ ლარამდე მთავრობის ვალი (ეკონომიკის 60%-მდე); 

ვარდნა დღესაც გრძელდება და სიღარიბე, ზარალი და ვალი ყოველ დღე იზრდება; 

პირველი თებერვლისთვის მთავრობამ რეგულაციების შერბილებას უნდა გადახედოს და იმედია, სრულად გრძნობს, რა რთულ მდგომარეობაში ვართ და უარესში ვიქნებით ამ დონის შეზღუდვებით. გაუგებარი კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს და მინიმუმ მაღაზიები და ტრანსპორტი უნდა გაიხსნას", - წერს ბესო ნამჩავაძე.