მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეღავათები დააწესა სამოქალაქო ავიაციამ ფრენის უსაფრთხოებისთვის?

5eb04c5e7b1c6
ნინი ლონგურაშვილი
04.05.20 23:30
1109
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს, თუ რა პრაქტიკა ჰქონდათ წამყვან საავიაციო ორგანიზაციებს ამ მიმართულებით და გავიზიარეთ მათი მიდგომები, შესაბამისად გარკვეულწილად შევუმსუბუქეთ ავიაკომპანიებს მოთხოვნები. ეს პროცესი ხორციელდება ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით", – ამის შესახებ “საქმიანი დილის” რუბრიკაში #საუბრებიავიაციაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე გაჩეჩილაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა დროებითი შეზღუდვები იმ სუბიექტებისთვის, რომელთა სერტიფიცირებასაც უწყება ახორციელებს.

"ჩვენ 2021 წლის 1 ივლისამდე გადავავადეთ გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი, რაც ავიაკომპანიების მიერ 12 თვის განმავლობაში ფინანსური და პოტენციური ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ასევე შეღავათები ეხება გარკვეული დოკუმენტაციის მოქმედების ვადებს. მაგალითად საზღვარგარეთ ბაზირებული საჰაერო ხომალდების ფრენის ვარგისობის სერტიფიკატებს, რომელთა მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შესაბამისად გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 3 თვით, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ექსპლუატანტები წარმოადგენენ ფრენის ვარგისობის შესანარჩუნებელ შესაბამის დოკუმენტს და ასევე ავიაკომპანიების ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებულ ანგარიშებს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ფრენის უსაფრთხოება", – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს შეღავათები ვრცელდება მხოლოდ მოქმედ ავიაკომპანიებზე და ისიც მომსახურების გარკვეულ ნაწილში, ხოლო მაძიებლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩამოყალიბდნენ როგორც ავიაკომპანია, მოუწევთ სერტიფიცირებისთვის განსაზღვული ყველა ეტაპის გავლა და ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება.