31.მარტი .2020 11:47

რა შემთხვევაში სჭირდება კლიენტს ProcreditBank-ში მისვლა?

views 196
უკან

“პროკრედიტ ბანკმა” მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა. ბანკის თანამშრომლებიც 85% დისტანციურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული და თანამშრომლების მხოლოდ 15% ახორციელებს ადგილზე სამუშაო პროცესს იმისთვის, რომ მომსახურება არ შეფერხდეს.

რა შემთხვევაში უნდა ეწვიოს კლიენტი ბანკს და რისი გაკეთება არის შესაძლებელი დისტანციურად, ამასთან დაკავშირებით, “საქმიანი დილის” ეთერში “პროკრედიტ ბანკი - საქართველოს” დირექტორთა საბჭოს წევრმა და დირექტორმა ნათია თხილაიშვილმა ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, ყველა ის სერვისი, რისი განხორციელების უფლებასაც ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო გვაძლევს, არის დისტანცირებული და დარჩენილია მხოლოდ ის სერვისები, რაზეც აუცილებელია, კლიენტის ბანკში მოყვანა. ასეთია მაგალითად, გირავნობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულების გაფორმება, იურიდიული პირის ანგარიშის გახსნა. დანარჩენი პროცესები, როგორც უკვე აღვნიშნე, დისტანციურად ხდება. ჩვენი გადმოსახედიდან არცერთი სერვისი არ არის დარჩენილი, რომელიც საკონმდებლო ჩარჩოში არ ჯდება, ყველა სერვისი უკვე გატანილი გვაქვს დისტანციურ მომსახურებაზე. ეს შეეხება ინტერნეტ ბანკინგის რეგისტრაციას და ა.შ.

ბანკი სრულყოფილად ფუნქციონირებს ჩვენი მომხმარებლებისთვის, არანაირი დაბრკოლება არ არის; ასევე, მინდა ხაზი გავუსვა უსაფრთხოების ზომებს, რომელიც გავამკაცრეთ ბანკის შიდა მხარეს; აქედან განომდინარე, ჩვენი მომხმარებელი ბანკის გადისტანციურებას პირველ ეტაპზე ნაკლებად იგრძნობს, სამომავლოდ ალბათ რაიმე სახის დისკომფორტი საერთოდ მოიხსნება და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, - განაცხადა “საქმიანი დილის” ეთერში ნათია თხილაიშვილმა.