სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, მოქალაქეებს ავიაკომპანიისგან კომპენსაციის მოთხოვნა სამ შემთხვევაში შეუძლიათ. ესენია - აეროპორტში საჰაერო ხომალდში ჩასხდომის გამოცხადებაზე სხვადასხვა მიზეზის გამო მგზავრებისთვის უარის თქმა, გაუქმებული რეისის შემთხვევა და რეისის ხანგრძლივი დაგვიანება.
ამის შესახებ კარანაძემ გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში, გიორგი მოლოდინაშვილის რუბრიკაში – "საუბრები ავიაციაზე" სტუმრობისას განაცხადა.
"მგზავრთა უფლებების მიმართულებით 2012 წლიდან გადაიდგა ნაბიჯები. ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს შეთანხმება, რომელიც 2010 წელს დაიდო და მომხმარებელთა უფლების დაცვას ეხება. საქმე ეხება 4 ფაზას და ოთხივე ფაზა უკვე იმპლემენტირებულია.
კომპენსაციის მიღება ძალიან აქტუალური რეგულაციაა და აქტუალობას იძენს ეს ევროპაში. რა შემთხვევაში გვეკუთვნის მგზავრს კომპენსაცია - ერთი არის, როცა აეროპორტში საჰაერო ხომალდში ჩასხდომის გამოცხადებაზე სხვადასხვა მიზეზის გამო მგზავრებისთვის ითქმება უარი, მეორე არის გაუქმებული რეისის შემთხვევა და მესამე – რეისის ხანგრძლივი დაგვიანება. პირველ შემთხვევაში შესაძლებელია ავიაკომპანიას ჰქონდეს ე.წ. გადაყიდვა, ან საჰაერო ხომალდის ტიპი შეიცვალა და კონკრეტულ რეისზე სხვა ხომალდი იქნა გაშვებული და მგზავრების რაოდენობის გადაყვანა არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, მგზავრს გადაყვანაზე უარი უთხრას, თუმცა უნდა აუნაზღაუროს კომპენსაცია. კომპენსაცია დამოკიდებულია კომპანიის შეთავაზებასა და მანძილზე, რომელიც მგზავრმა უნდა გაიაროს", - განაცხადა კარანაძემ.
რაც შეეხება გაუქმებულ რეისს, როგორც სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი განმარტავს, შესაძლოა, კომპანიას გარკვეული მიზეზების გამო მოუწიოს რეისის გაუქმება, თუმცა თუკი ეს მისი მიზეზით მოხდა, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კომპენსაციის გაცემა და მგზავრის გადაყვანა.
"თუკი რეისი გაუქმდა, კომპანია წინასწარ იყო ინფორმირებული და მგზავრის ინფორმირება მოხდა 14 დღით ადრე და ალტერნატიული ბილეთი იქნა შთავაზებული, მაშინ კომპენსაციას მგზავრი ვერ მიიღებს, მაგრამ თუკი რეისი გაუქმდა და ინფორმირება არ მოხდა, მაშინ მას ეკუთვნის როგორც კომპენსაცია, ისე – ბილეთი. რაც შეეხება რეისის დაგვიანებას, არსებობს განსაკუთრებული პირობები, რაც შეიძლება იყოს რთული მეტეოროლოგიური პირობები, აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვა – ამ შემთხვევაში კომპანიას კომპენსაციას ვერ მოვთხოვთ", - აღნიშნა კარანაძემ.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი ვერ იღებს კომპენსაციას?! - სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელის თქმით, არსებობს ბევრი იურიდიული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს უფლებების დაცვას სთავაზობს იმისთვის, რომ მათ სასამართლოში სიარული არ მოუწიოთ.
მისივე განმარტებით, ამ პროცესში ასევე ჩართულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ის მომხდარზე ახდენს შესაბამის რეაგირებას. კარანაძის თქმით, არაერთი შემთხვევა იყო, როცა კომპანიამ მგზავრის უფლებები დაარღვია და შესაბამისი დასაბუთების არარსებობის გამო ჯარიმაც დაეკისრა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის