მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეზღუდვები არის დაწესებული რეგიონის ქვეყნებში

5eac6904277c6
ირაკლი მაკალათია
01.05.20 22:45
3797

გადაადგილების შეზღუდვისა და სოციალური დისტანცირების მკაცრი პოლიტიკის გატარება COVID-19-თან ბრძოლისთვისთვის რეგიონის ყველა ქვეყანაში მოხდა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, 21 მარტს კი გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. საინტერესოა თუ რა ღონისძიებებს მიმართეს რეგიონის ქვეყნებმა, რა მსგავსი ან განმასხვავებელი მიდგომები აქვთ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიმოვიხილავთ საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს, თურქეთს და ასევე დამატებით უკრაინას. შესადარისობისა და ინფორმაციის მეტი სანდოობისათვის ვიყენებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ქვეყნების მიხედვით ანგარიშებს აქვეყნებს, სადაც COVID-19-ის  წინააღმდეგ ქვეყნების მიერ გატარებულ ღონისძიებებს მიმოიხილავს. 

რას აკეთებენ რეგიონის ქვეყნები:

აზერბაიჯანი

• ამჟამად აზერბაიჯანის საზღვარი დაკეტილია ყველა სამგზავრო ტრანსპორტისათვის;
• აკრძალულია ფრენები აზერბაიჯანში და მის საზღვრებს გარეთ; 
• აზერბაიჯანში ჩამოსული ყველა მოქალაქე, მათ შორის აშშ-ს მოქალაქეები, ამჟამად მოთავსებულნი არიან მთავრობის მიერ გამოყოფილ 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო ობიექტებში, მიუხედავად მოგზაურობის ისტორიისა.
• საზოგადოებაში COVID-19 გადაცემის რისკის შემცირების მიზნით 2020 წლის 5 აპრილიდან აზერბაიჯანის მთავრობამ დააწესა დამატებითი ნაბიჯები;
• მოსახლეობას მოეთხოვება სახლში დარჩენა, ადამიანებს უფლება აქვთ დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების, დაუყოვნებელი საფრთხის შემთხვევაში, ან თუ გადიან ისეთ სავაჭრო ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები ან ბენზინგასამართი სადგურები.
• დახურულია საზოგადოებრივი პარკები და დასასვენებელი ადგილები.
• რესტორნები დახურულია, მაგრამ საკვების მიწოდების სერვისი ნებადართულია.
• სამგზავრო შეზღუდვებია ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა რეგიონებს შორის.
• ახალი შეზღუდვების თანახმად, იმისათვის რომ მოქალაქეები სახლიდან გავიდნენ აუცილებელი ვიზიტებისთვის, მათ შორის: სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, სამედიცინო დაწესებულებებში და ბანკებში ვიზიტების ჩათვლით, უნდა მიიღონ ნებართვა ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. მაგ; 1-იანი უნდა გააგზავნონ იმისათვის, რომ სამედიცინო დახმარების მისაღებად გავიდნენ სახლიდან, 2-იანი სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში, ბანკში, ან ფოსტაზე ვიზიტებისთვის, ხოლო 3-იანი დაკრძალვაზე დასასწრებად. მოქალაქეები ნებართვის ტექსტს მიიღებენ 1 საათის განმავლობაში, 1 და 2 კოდის გამოყენებით, პირს უფლება აქვს სახლის გარეთ იყოს 2 საათის განმავლობაში.
• პოლიციას უფლება აქვს ქუჩებში შეამოწმოს მოქალაქეები და შესაბამისი წესების დარღვევისთვის განსაზღვრულია ჯარიმები ან პატიმრობა.
იმ შემთხვევაში თუ პირს კორონავირუსის საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდება, 14 დღის განმავლობაში ან მეტი ხნის განმავლობაში გამოჯანმრთელებამდე გადაყვანილი იქნება სამთავრობო დაწესებულებაში.

სომხეთი

• 2020 წლის 16 მარტს სომხეთმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. რაც გულისხმობს: სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვას, 20-ზე მეტი პირის შეკრების აკრძალვას, ქვეყნის შიგნით გადაადგილების შეზღუდვას, სკრინინგსა და საკარანტინო ღონისძიებებს, სომხეთში მოგზაურების შესვლის აკრძალვას.
• საქართველო და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ მათ ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი 10 დღით ჩაიკეტებოდა, თუმცა ეს შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა. ანალოგიური შეზღუდვაა დაწესებული ირანთან. ნებადართულია მხოლოდ სატრანზიტო მოძრაობა.
• 2020 წლის 24 მარტს სომხეთის მთავრობამ შემოიღო მკაცრი საკარანტინო ზომები, რომელიც გაგრძელდა ერთი კვირის განმავლობაში. 31 მარტს ეს ზომები გაგრძელდა 2020 წლის 1 აპრილიდან 14 აპრილამდე, შემდეგ კი მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე საგანგებო მდგომარეობა14 მაისამდე გაახანგრძლივა.
• მოსახლეობას აეკრძალა სახლების დატოვება გარდა: საკვების, მედიკამენტების, სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ასევე დღეში ერთხელ შეუძლიათ სავარჯიშოდ გამოვიდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს ან ისეირნონ ველოსიპედით. სახლიდან გამოსული ადამიანები მკაცრად შემოწმდებიან ქუჩებში, მთავრობის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია ადმინისტრაციული ჯარიმები ან პატიმრობა.
• მოქალაქეებმა უნდა შეავსონ სამოგზაურო ბარათი, თუნდაც ისინი მხოლოდ ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში მიდიოდნენ. მთავრობა ასევე მოუწოდებს ჟურნალისტებს იმუშაონ სახლიდან.
• საკვების, სასმელის, თამბაქოს მწარმოებლებს და მსუბუქ ინდუსტრიული სექტორში დასაქმებულებს შეეძლებათ სახლიდან სამსახურში გადაადგილება


რუსეთი

• ქ. მოსკოვის ხელისუფლებამ შეიმუშავა ელექტრონული პროგრამა, რომელიც არეგულირებს ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას, შეზღუდვა ვრცელდება ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე: ავტომობილები, ტაქსები, მოტოციკლები, სკუტერები, ველოსიპედები. ნებართვის ასაღებად ელექტრონული ფორმით შესაძლოა ნებართვის აღება
• სატრანზიტო პირობებში სავალდებულოა თერმოსკრინინგი და სხვა დიაგნოსტიკური ღონისძიებები
• 1 მაისამდე რუსეთის საზღვრები დაკეტილია, ხოლო შეზღუდული ჩარტერული ფრენები განაგრძობს საზღვარგარეთიდან რუსეთის მოქალაქეების დაბრუნებას.
• რუსეთის მთავრობის განცხადებით 28 მარტიდან - 1 ივნისის ჩათვლით, სასტუმროებში არ მიიღებენ სტუმრებს.
• 30 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის იზოლაცია გამოაცხადდა, ყველა ფიზიკური პირი მიუხედავად ასაკისა იზოლირებულია სახლებში. საცხოვრებელი ადგილის დატოვება დასაშვებია მხოლოდ შემდეგი პირობით:გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სხვა პირდაპირი საფრთხეების შემთხვევაში; ვიზიტი უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში; თუ სავალდებულოა სამსახურში გადაადგილება უნდა მოხდეს შესაბამისი საშვის გამოყენებით; შინაური ცხოველის გასეირნების მიზნით საცხოვრებელ სახლს არ უნდა დაშორდეს 100 მეტრის მანძილზე. მოსახლეობამ უნდა დაიცვას 1,5 მეტრის დისტანცია, გამონაკლის არის ტაქსი. მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანებმა უნდა იმკურნალონ სახლში ექიმების მეთვალყურეობის პირობებში.
• მოსკოვში და სხვა ბევრ ქალაქში, ყველა ბიზნესი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების, დროებით დაიხურა. რესტორნებს შეუძლიათ მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისები განახორციელონ.
• ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან მოსკოვში ჩამოსულები 14 დღის განმავლობაში გადაყვანილი იყვნენ თვითკარანტინში.

თურქეთი

• 27 მარტს, თურქეთის მთავრობამ შეაჩერა ყველა საერთაშორისო სამგზავრო ფრენა
• საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთი არ დააჯარიმებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც არ შეუძლიათ დატოვონ თურქეთი
• თურქეთში ჩამოსულ მოქალაქეებს, ვალდებულება აქვთ გაიარონ 14-დღიან საკარანტინო პერიოდი, ასევე ყველა რისკ ჯგუფის ადამიანი, რომელსაც ვირუსის სიმპტომები აქვს საკარანტინო შემოწმება უნდა გაიაროს სამედიცინო დაწესებულებაში
• ქვეყანაში ყველა შიდა ფრენა 20 მაისამდე შეჩერებულია
• სატრანსპორტო საშუალებების შესვლა და გამოსვლა აკრძალულია მრავალს ქალაქში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბურსა, დენიზლი, ერზურუმი, ესკიშეჰირი, გაზიანთეპი, სტამბოლი, იზმირი, ქონია, მალათია, მანიზა, მარდენი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, ტრაპზონი...
• თურქეთის 31 პროვინციაში, აუცილებელი მიზეზებით გამონაკლისების გარდა, 22 აპრილის საღამოს 12:00 სთ-დან 26 აპრილის საღამოს 12:00 სთ-მდე ქუჩაში გასვლა აკრძალულია
• დახურულია ყველა მუზეუმი
• დახურულია ყველა საშუალო სკოლა და უნივერსიტეტი
• დახურულია: თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო ცენტრები, საკონცერტო დარბაზები, საქორწილო დარბაზები, რესტორნები/კაფეები, კაზინოები, ბარები, ტავერნები, ყავის სახლები, სავაჭრო ცენტრები, ჩაის ბაღები, კლუბები, გასართობი პარკები, საცურაო აუზები, სადალაქოები, თურქული აბანოები, საუნები, მასაჟის სალონები და სპორტული ცენტრები
• რესტორნები დაკეტილია სანაცვლოს მუშაობს მიტანის სერვისი
• 20 წლამდე ასაკისა და 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობას ეკრძალება სახლების დატოვება
• ყველა ადამიანი ვალდებულია ატაროს სპეციალური დამცავი ნიღბები თავშეყრის ადგილებში
• ადგილობრივი ხელისუფლებები უფლებამოსილნი არიან დააწესონ დამატებითი შეზღუდვები


უკრაინა

• უკრაინის მთავრობამ საკარანტინო რეჟიმი 11 მაისამდე გააგრძელა
• 6 აპრილიდან იკრძალება: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დამცავი ნიღბების გარეშე ყოფნა; ჯგუფურად ორზე მეტი ადამიანის ყოფნა (გამონაკლისი ეხებათ არასრულწლოვან შვილებსა და მშობლებს/მეურვეებს); თანმხლები ზრდასრული ადამიანის გარეშე 14 წლამდე მოზარდის ყოფნა საზოგადოებრივ ადგილებში; აკრძალულია საზოგადოებრივი დასასვენებელ ადგილებში სიარული, გარდა იმ შემთხვევისა თუ შინაურ ცხოველებს ასეირნებენ
• 6 აპრილიდან საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულოა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ტარება
• მკაცრი იზოლაცია დაუწესდათ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს ან ვირუსის გავრცელების სარისკო ჯგუფში მყოფ ადამიანებს
• მთავრობამ აკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება: კულტურულ, გასართობ, სპორტულ, სოციალურ, რელიგიურ, სარეკლამო და სპორტული ღონისძიებებზე. დახურულია სათამაშო და სპორტული მოედნები
• ყველა ქალაქში ბიზნესი დახურულია, გარდა: სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა. კიევში, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში ერთი მომხმარებლის სივრცე უნდა განისაზღვრებოდეს 10 კვადრატული მეტრით და მათ ხშირ შემთხვევაში სავალდებულოა ნიღბების ტარება. ამჟამად სასურსათო მაღაზიები სრულად არიან მომარაგებულები
• კიევში, დნიპროსა და ხარკოვში მეტრო დაკეტილია. ყველა სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტში, ავტობუსებისა და ტრამვაის ჩათვლით, ერთდროულად შეიძლება გადაადგილდეს არაუმეტეს 10 მგზავრისა, კიევში ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი დაშვების საბუთით
• ქალაქებს შორის აკრძალულია ავტობუსით რეგულარული და არარეგულარული მგზავრობა (გარდა პირადი ავტომობილებისა)
• 16 აპრილიდან დაწყებული, კიევში შესასვლელი მანქანების ყველა მძღოლსა და მგზავრს უტარებენ თერმოსკრინინგს და თუ ვინმეს ტემპერატურა 37,5 გრადუსზე მაღალია და აღენიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების ნიშნები, შემოწმდება კორონავირუსზე და გაიგზავნება თვითიზოლაციაში.