მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა დაუჯდა საქართველოს იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტი?

5d94abd435610
დავით ჯალაღონია
03.10.19 10:10
1113
"საქსტატის" ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, საქართველოში 38.6 $მლნ-ის ღირებულების ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.

ამ პერიოდის განმავლობაში იმპორტის მოცულობამ 835.2 მლნ კვტ.სთ შეადგინა - 2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდთან შედარებით 20.5%-ით მეტი.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ელექტროენერგია ორი ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოვიდა. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-აგვისტოს ჯამურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წლის ანალოგიურ რვათვიან პერიოდში რუსეთიდან 14%-ით მეტი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, აზერბაიჯანიდან კი - 30%-ით.

აღსანიშნავია, რომ იმპორტირებულ ენერგიაში გადახდილი თანხა 2016 წლიდან განსაკუთრებით გაიზარდა და 2017 წელს 66 $მლნ-ს, 2018-ში კი 75 მლნს მიაღწია.