მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უშლის ხელს საქართველოს საზღვაო პოტენციალის განვითარებას

5db5b3f9b4981
BM.GE
27.10.19 20:10
1737
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის პოტენციალზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე წერს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2017-2018 წლებში, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულია 28 გემი.

"ფლოტის რაოდენობის მიუხედავად - ვართ დროშის სახელმწიფო, გაგვაჩნია საზღვაო სააგენტო, გვაქვს დროშის სახელმწიფო კონტროლი, გვყავს სახელმწიფო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, გვყავს პერსონალიის მომზადების და გადამზადების ცენრები, გვყავს პერსონალი, გვაქვს კანონმდებლობა და გაგვაჩნია ნავსადგურები, არსებობს საზღვაო კონვენციების გრძელი სია რომლებზედაც საქართველო არის მიერთებული, ვართ IMO ს წევრი 1993 წლიდან, ვართ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარე, გაგვაჩნია ჰიდროგრაფიული სამსახური. და ა.შ.

მიუხედავად ამისა, 2017-2018 წლებში, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებული 28 გემიდან, სადაც 16 თევსაჭერი და 8 იახტა იყო, მხოლოდ 2 - ბალკერი, 1- ტანკერი, 1- რეფრეჯერატორული გემია.

ბუნებრივია, თუნდაც, ასეთი მცირე რაოდენობის დარეგისტრირებული გემებით, საქართველო გახდეს საზღვაო ქვეყანა - შორეულ პერსპექტივას განეკუთვნება.

აუცილებელია, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები, პირველ რიგში, უცხოელი ინვესტორების (გემთფლობელები) დაინტერსება, საქართველოს დროშით არა მარტო დაარეგისტრირონ გემები, არამედ, საფუძველი შეუქმნან თნამედროვე საზღვაო თუ საოკეანო სანაოსნოების ჩამოყალიბებას", – წერს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.